ხაზარაძის სკანდალური განცხადება - ოპოზიცია გახარიას გადადგომას და სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს
პოლიტიკა - 15:33, 04 Mar, 2019     1714
ოპოზიცია შს მინისტრის გადადგომას და მამუკა ხაზარაძის უმძიმეს ბრალდებაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.

დღეს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, შინაგან საქმეთა მინისტრისგან კონკრეტული მოთხოვნებით, მუქარის შემცველი წერილი მიიღო.

„ეს არის წარმოუდგენელი სითავხედე, სხვანაირად ვერ შევაფასებ, წარმოუდგენელი ძალადობა. ამიტომ „ნაციონალური მოძრაობა“ მოვითხოვთ, რომ დღესვე აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ამ ფაქტზე და ბატონი გახარია გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან. ჩვენ დღეს ვხედავთ ხელისუფლების ძალადობას ყველა მიმართულებით,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

"ევროპული საქართველო" ვიცე პრემიერს ახსნა განმარტებებისთვის პარლამენტში იბარებს.

„პირველი და სასწრაფო, რასაც მოითხოვს „ევროპული საქართველო“ არის პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის მოსვლა და მისგან საჯაროდ პასუხის გაცემა იმ უმძიმეს ბრალდებებზე, რომელიც დღეს მოვისმინეთ ბატონი გახარიას მისამართით. „ევროპული საქართველო“ პარლამენტში აყენებს საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს. ეს არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის თემა. ეს არის თემა, რომელიც პირდაპირ ეხება ჩვენი ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას და მისი ეკონომიკის მომავალს. ეს არის თემა, სადაც დღეს საჯაროდ მოვისმინეთ ბრალდებები მაღალი თანამდებობის პირთა უკანონო ქმედებების და მათი ორკესტრირებული დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ, ამიტომ ყველა ამ კითხვას აუცილებელია გაეცეს პასუხი. პასუხის გამცემი და მომკითხავი ბუნებრივია ვერ იქნება პროკურატურა, რომელიც თვითონაც ჩართულია ამ პროცესში და გააჩნია ნულოვანი საზოგადოებრივი ნდობა,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42