საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ მამუკა ხაზარაძეს კითხვა „ომეგას“ საქმესთნ დაკავშრებით დაუსვა.
„სოლიდარული ვარ ბატონი მამუკას მიმართ, რადგან ადამიანსა და ბიზნესზე ზეწოლა დასაგმობია. ბატონმა მამუკამ განაცხადა, რომ მასზე იყო ორკესტრტირებული შეტევა და, ცხადია, ორკესტრს ჰყავს დირიჟორი. საზოგადოება ორკესტრსა და დირიჟორსაც შესაძლოა, თავად ხვდებოდეს, მაგრამ ურიგო არ იქნება, რომ ეს ბატონმა მამუკამ ბრძანოს.
დაახლოებით, ორი წლის წინ, თქვენი ბანკიდან, თქვენი ზეპირი მითითების საფუძველზე, გაიცა მილიონობით თანხა, დოლარის და ნაღდი კუპიურის სახით, ეს მაშინ, როცა ბანკს არ ჰქონდა ბენეფიციარი მესაკუთღის დოკუმენტაცია. ცხადია, რომ ეს მაშინ თქვენი მხირდან იყო იძულება, სხვანაირად არ მოინდომებდით, რომ დაგერღვიათ საქართველოს კანონები და აგრეთვე, საერთშორისო ვალდებულებებით ნაკისრი მოთხოვნილებები. მაშინდელი იძულების და ახლანდელი ორკესტრირებული შეტევის დირიჟრი არის თ არა იდენტური?“ - კითხა დეპუტატმა ხაზარაძეს.
ხაზარაძის თქმით, მსგავსი არაფერი ყოფილა.
„მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ არანაირ სიტყვიერ განკარგულებას თანხის გაცემა-გამოცემაზე ადგილი არ ჰქონია, არანაირი ზარი ჩემთან „ამას მიეცით თანხა“ არ ყოფილა 27 წლის განმავლობაში ჩემი მხრიდან. დავინტერესდი მაგ თემით, მოვიწვიე შიდა აუდიტი და პირდაპირ გეუბნებით, ის თანხა, ჯერ გვაბრალებდა ბიზნესმენი,რ ომ ბანკი ყო დაკეტილი და თანხა იყოს გატანილი, გარწმუნებთ ჩვენ არანაირ დაკეტილ ბანკში თანხა არ გაგვიცია, თანხა გაიტანა თქვენმა დირექტორმა თქვენივე ხელმოწერით,“ - ასე უპასუხა დეპუტატის კითხვას ხაზარაძემ.
ნატო ჩხეიძემ მამუკა ხაზარაძეს ხელმეორედ მიმართა:
„ახალა, რასაც თქვენ ბრძანებთ, რომ დირექტორების მიერ იყო გატანილ, დიახ, ბატონო ჩემო, მაგრამ თქვენ მშვენივრად იცით, რომ ბენეფიციარი მესაკუთრის დოკუმენტაციის არარსებობის დროს, რომელიც მხოლოდ ერთი თვის მერე მივიდა ბანკში, თქვენ არ გქონდათ უფლება და თქვენ ბანკს არ ჰქონდა უფლება, ეს თანხა გაეტანა. ბანკის თანამშრომლები ამას არ აკეთებდნენ და გააკეთეს მას შემდეგ, რაც ბატონმა ბუცხრიკიძემ მისცა დავალება, ხოლო ბატონ ბუცხრიკიძეს დავალება მიეცით თქვენ. ძალიან ცუდია, ბატონო მამუკა, რომ მთელი პასუხისმგებლობით თქვენ ახლა ამას აცხადებთ. სამწუხაროდ, თქვენ მოგიწევთ სიმართლის თქმა იქ, სადაც მეტი პასუხისმგებლობაა სიმართლისა.“
ნატო ჩხეიძის ამ განცხადებას კიდევ ერთხელ უპასუხა მამუკა ხაზარაძემ:
„განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მე ვიღაცას რამე დავავალე, არის ტყუილი. ამ ლონდონით ნუ გვაშინებთ!“
„ბატონო მამუკა, უკაცრავად, მაგრამ ღირსი ბრძანდებით იმ ამბისა, რა დღეშიც ახლა ხართ“ - მიუგო დამოუკიდებელმა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ ხაზარაძეს.
მასალის გამოყენების პირობები






