„ეროვნული ბანკი „თიბისის“ აშანტაჟებდა“ - მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკის“ სკანდალზე აქამდე უცნობ დეტალებს ყვება
პოლიტიკა - 14:18, 04 Mar, 2019     1122
მამუკა ხაზარაძემ დეპუტატების წინაშე გამოსვლისას ისაუბრა იმ პროცესებზე, რომელიც ბანკში მიდიოდა 2007 წელს, მისი თქმით ბანკი იყო ეკონომიკური კრიზისის საფრთხის ქვეშ, იმისთვის რომ კაპიტალი გაზრდილიყო და ბანკს გაეგრძელებინა საქმიანობა მას დასჭირდა უცხოელი პარტნიორების მოზიდვა, რასაც აქციონერები ხელს უშლიდნენ. მამუკა ხაზარაძეს არ განუმარტავს თუ რა მიზანი იყო და ვისი მიზნები იკვეთებოდა ამ პროცესებში, თუმცა მისი თქმით, მას დასჭირდა რამდენიმე უცხოელი პარტნიორის მოზიდვა იმისთვის, რომ ბანკს კაპიტალი გაეზარდა და საქმიანობა გაეგრძელებინა. ხაზარაძის თქმით ეროვნული ბანკს და რეგულატორს 2007 წელსვე ქონდა სურვილი რომ დამფუძნებლებს თიბისი ბანკი გაეყიდათ.


„2007 წელს ბანკის 80%-ს წარმოვადგენდით მე და ბადრი ჯაფარიძე და 10-10%-ს წარმოვადგენდა მსოფლიო ბანკი დას გერმანიის სახელმწიფო ბანკი. რაღაც მომენტში ბანკმა დაარღვია კაპიტალის ადეკვატურობის ნორმა, ეს არის როდესაც ეროვნული ბანკის, ანუ მარეგულირებლის დაწესებულ პარამეტრებში ვერ ჯდები, კაპიტალი გჭირდება რომ გაზარდო და გააგრძელო საქმიანობა. სამწუხაროდ ჩვენ არ მოგვეცა საშუალება რომ გვქონოდა 3-6 თვე კაპიტალის მოძიებისთვის და შეიძლება ითქვას, მეორე დღეს ეროვნული ბანკის ბრძანებით ბანკი გაჩერდა, ანუ მას შეუწყდა მისი ძირითადი საქმიანობის განხორციელების უფლება.“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძემ 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ბანკის საქმიანობი გაგრძელებისთვის მას დასჭირდა ხელშეკრულება გაეფორმებინა ორ ქართველ ბიზნესმენთან, მათ შორის ერთი ავთანდილ წერეთელია, რომელზეც ხაზარაძე ამბობს, რომ მისი მეგობარია და ხელშეკრულება გაფორდმდა მოკლევადიანი წესით. ხაზარაძის თქმით, ამ პერიოდში ეროვნული ბანკი შევიდა თიბისიში თუმცა ამ დოკუმენტებთან და ტრანზაქციებთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკს კითხვები არ გასჩენია.

„ვიღებთ 60 მილიონ დოლარს, პერსონალურ კრედიტს მე და ბადრი ჯაფარიძე ჯეპი მორგანისაფან და აშმორის ფონდისგან, ჩვენ დაგვაკლდა 20 მილიონი, 3 მილიონი ვისესხეთ პიროვნულად ერთი ჩვენი მეგობარი ფრანგისგან, მეორე გახლავთ ავთო წერეთელი, მას ვთხოვეთ, რომ სასწრაფოდ გვჭირდება 17 მილიონი. მე არაერთხელ ამიღია ავთოსგან და მისი კომპანიისგან სესხი და ეს სესხები არ ყოფილა დაკავშირებული თიბისი ბანკთან. წარმოიდგინეთ, მე სატელეფონო საუბარს ვახორციელებ ავთო წერეთელთან, ვეუბნები რომ მჭირდება თანხა, მეუბნება როდის გჭირდება, ვეუბნები რომ გუშინ მჭირდება, გარანტიაზე ვუთხარი, რომ მქონდა 60 მილიონი უკვე ჩარიცხული და აგვისტოში ეს ყველაფერი მთავრდებოდა. ვიღებთ ავთოსგან 17%-იან სესხს, რომელსაც შემდეგ ვაფორმებთ, ჩვენთვის პროცენტს არამატერიალური დატვირთვა ქონდა, იმიტომ რომ მთავარი იყო ეს შეგვეკრა. ვბრუნდები საქართველოში, 8-ში იწყება ომი და ყველაფერი დგება თავდაყირა, თქვენ გახსოვთ თუ რა მდგომარეობაშ ჩავარდა ჩვენი საბანკო სექტორი. ამ 5 დღიანი ომის შემდგომ ჩვენ გვიკავშირდება „ეაიბი“ და ამიტომ კიდევ უფრო მაგრად ვცემ ირლანდიელებს პატივს და გვეუბნებიან, მიუხედავად იმისა რომ ომი მოხდა და ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია, ჩვენ მაინც ხელშეკრულების შესრულებისთვის ვართ მზად. მივედით სექტემბრამდე, უკვე ჩვენ შიდა პრობლემებს ვაგვარებთ, რაც შეგვიძლია და უკვე იწყება მსოფლიო ფინანსური კრიზისი. ერთადერთი რაც უნდა გაგვეკეთებინა პირველ რიგში იყო ის რომ გადაგვერჩინა ბანკი, რომ არ გადაგვერჩინა, კრიზისული გეგმა უკვე შედგენილი იყო და რამდენიმე ათასი ადამიანი უნდა გაგვეთავისუფლებინა სამსახურიდან. ამ დროს გავიგეთ, რომ ეს სესხი ავთოს ქონდა აღებული თიბისი ბანკიდან, რატომ ქონდა თიბისი ბანკიდან? მას ქონდა საკრედიტო ხაზი, როგორც ყველაზე დიდი ბრუნვის კომპანიის მფლობელს, სამგორის ჯგუფები იყო ყველაზე დიდი იმპორტიორი და ბევრი კომპანია ქონდა. არის რაღაცა ეტაპები, როდესაც კლიენტი არის საკმაოდ მსხვილ ბრუნვაში, რაღაცა ეტაპის მერე მას ეხსნება საბრუნი საკრედიტო ხაზი და ბანკს უბრალოდ აღარ აქვს იმის საშუალება, რომ ნებისმიერ ახალ თანხაზე რაღაცა მოთხოვოს, იმიტომ რომ იმხელა სარგებელი ხდება ორივე მხრიდან, თან ესეთი მსხვილი კლიენტები ძალიან სენსიტიურები არიან... მას ქონდა 35 მილიონი დოლარის საკრედიტო ხაზი იმ დროს გახსნილი, ეს შევიტყეთ მას შემდეგ, რაც ყველა ეს თანხა ჩამოეკიდა პრობლემატურად თიბისი ბანკს. რომ გადაგვერჩინა ბანკი და არ გაგვეშვა თანამშრომლები სახლში გამოსავალი იყო ერთადერთი, რომ მოგვეძია ახალი თანხა და მე და ბადრიმ გადავწყვიტეთ რომ ჩვენი 80%-დან 60% დაგვეთმო ყოველგვარი ღირებულებების გარეშე.“- აღნიშნა ხაზარაძემ.

ამის შემდეგ ხაზარაძემ ისაუბრა იმაზე თუ რა იგულისხმებოდა თიბისი ბანკის წინააღმდეგ „ორკესტრირებულ შეტევაში“, მისი თქმით, 2018 წლის ივნისის თვეში ბანკში შევიდა ერთდროულად 4 საგამოძიებო უწყება და დაინტერესდნენ სწორედ 11 წლის წინანდელი ტრანზაქციებით. ხაზარაძის თქმით, არცერთ ბანკს არ აქვს ვალდბულება რომ 6 წელზე მეტი დროის დოკუმენტაცია შეინახოს, თუმცა თიბისი ბანკმა ყველა ინფორმაცია მიაწოდა შესაბამის უწყებებს ამ ტრანზაქციებთან დაკავშირებიტ. ამის შემდეგ ეროვნული ბანკი 2 წერილს უგზავნის ბანკს და 2-ჯერ აჯარიმებს, პირველად 10 ათასით, შემდეგ კი მილიონი ლარით ასევე ამ წერილში ნათქვამი იყო, რომ თიბისის დამფუძნებლებმა თანამდებობა უნდა დატოვონ.

ხაზარაძის თქმით, ეროვნული ბანკი პრაქტიკულად აშანტაჟებდა თიბისი ბანკს.

„2018 წლის ივნისიდან შემოდის 4 უწყება, ეს არის ფულის მონიტორინგის სამსახური, პროკურატურა, საგადასახადო და ეროვნული ბანკი და პარალალურ რეჟიმში იწყებენ ჩვენგან კონკრეტულად ამ საკითხზე დოკუმენტაციის ამოღებას. ასეთი შემოტევა ჩვენ 27 წლის განმავლობაში არ გვქონია , როცა ამდენი უწყება ერთდროულად შემოდის, ჩავთვალეთ, რომ დასამალი არაფერი არ არის და მივეცით ჩვენს ხელთ არსებული ყველა დოკუმენტი. ამას ემთხვევა ძალიან საეჭვოდ ივლისის თვეში თიბისი ბანკზე განხორციელებული კიბერ შეტევა, ჩვენ არამარტო დავიჭირეთ ეს კიბერ შეტევა, არამედ მივაგენით მისამართს და კომპიუტერებს და ეს დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ შს სამინისტროს. ეს არის სავარაუდოდ ის ოფისები საიდანაც ე.წ ბოტები და ფაბრიკები იმართება და ასეთი დიდი შეტევაა ჩვენს მიმართ.“- აღნიშნა ხაზარაძემ.

მისი თქმით, მას შემდეგ რაც ამ საქმით პროკურატურა დაინტერესედა, მათ უწყებას სთხოვეს, რომ ანაკლიის პროექტის დაცვის მიზნით, მიმდინარე საქმის დეტალები კონფიდენციალური ყოფილიყო, რადგან 19 იანვარს მნიშვნელოვან ხელშეკრულებაზე იგეგმებოდა ხელმოწერა. თიბისი ბანკის დამფუძნებლების თხოვნა უწყებამ არ გაითვალისწინა და 9 იანვარს სპეციალური განცხადება გააკეთა მედიისთვის, სადაც აღნიშნული იყო, რომ საქმის ძიება ფულის გათეთრების მუხლით მიმდინაროებდა:

„ჩვენ ამ ტრანზაქციაზე ყველა ინფორმაცია მივაწოდეთ პროკურატურას რომელიც ოქტომბერში გამოჩნდა, მივაწოდეთ ჩვენი პირადი ანგარიშები. ხდება ჩემი დაბარება პროკურატურაში, მე ბუნებრივია ვიყენებ კანონით მინიჭებულ უფლებას და ვითხოვ მოსამართლის წინაშე გამოკითხვას, რომელიც ჩატარდა, ვამბობ რომ ჩვენ ვმუშაობთ დიდ პროექტზე, ეს არის ანაკლიის პორტი, ჩვენ ღია ვართ გამოძიებისთვის, მზად ვართ ყველა ინფორმაცია მოგაწოდოთ, ოღონდ გთხოვთ, რომ ეს საკითხი იყოს კონფიდენციალური, იმიტომ რომ 19 იანვარს ვაწერთ ხელს 2 სახელმწიფო ბანკთან ხელშეკრულებას. გვითხრეს, რომ ეს არის ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით საქმე, მე ვუთხარი რომ ეს ხელს შეუშლის ჩვენ უზარმაზარ პროექტს. 9 იანვარს პროკურატურა აკეთებს განცხადებას პრესის და ტელევიზიის წინაშე, რომ საქმე მიდის ფულის გათეთრების მუხლით. რას ნიშნავს ფულის გათეთრება, ფულის გათეთრება არის როდესაც შავი ფული შედის სისტემაში.“- აღნიშნა ხაზარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42