“ივანიშვილი თანმიმდევრულად ამყარებს ქვეყანაში ავტორიტარულ რეჟიმს, უტევს მედიას, ბიზნეს, იჭერს პოლიტიკურად აქტიურ ადამიანებს, ბუნებრივია მოგვადგა ჩვენც, თანაც ხელწერა ანალოგიურია. აუდიტის რეკომენდაციას ასერიოზულებს და შეტევისთვის ნიადაგს ამზადებენ ცნობილი იმიჯის მქონე სააგენტოები და გაგრძელებაც ალბათ ლოგიკური იქნება!
მინდა გავაფრთხილო ხელისუფლება - ჩვენ ვფლობთ ყველა დოკუმენტაციას. მინდა ვუთხრა პრაიმტაიმს - მარტივი დასადგენი იყო, ვინ ფლობს პირველ სართულს. ჩვენ ის 2006 ში გადავეცით საქართველოს პატრიარქს, ხოლო თეატრალურსა და ედპს შორის არსებობს უზეანაესი სასამართლოს დამტკიცებული შეთახმება ფართების გაცვლის შესახე და ბევრი კიდევ სხვა...,
მაგრამ, პირველ რიგში, ვაფრთხილებ ივანიშვილს - ჩვენ ის ხალხი არ ვართ, ვინც თავს ჩავქინდრავთ და რამეს შეგეხვეწებით. შეგებრძოლებით ბოლომდე და დამერწმუნეთ, ფართს, საიდანაც გია გავასვენეთ და ვფლობთ 28 წელია, არ დაგითმობთ! ჩვენ მართლები ვართ მორალურად და სამართლებრივად. ისიც კარგად გვესმის, რატომ აკეთებთ ამას, მაგრამ ცდებით, მხოლოდ ბრძოლა იქნება პასუხი, საკმაოდ მწვავე და საკმაოდ ცუდი შედეგის მომტანი თქვენთვის!” – წერს ედპ-ის თავმჯდომარე.
მასალის გამოყენების პირობები






