„თიბისი ბანკის“ საქმე - კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წარმომადგენლის გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, „თიბისი ბანკიდან" დამფუძნებლების ჩამოშორებას წინ უძღოდა არა პროკურატურის და ეროვნული ბანკის, არამედ ქვეყნის არაფორმალური მმართველის ბიძინა ივანიშვილის განცხადებები:
„შეიძლება მიზნებთან დაკავშირებით რა ამოძრავებდა პროკურატურას, არსებობს განსხვავებული პოზიციები, მაგრამ გვაქვს კონკრეტული შედეგები, რომელიც დადგა ამ განცხადებების და გაჟონილი ინფორმაციების შესაბამისად. ეს არის ბანკის რეპუტაციის შელახვა და ბანკიდან ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებების საფუძველზე მოგვიანებით მისი დამფუძნებლების ჩამოშორება. ამ ყველაფერს წინ უძღოდა არა პროკურატურის, არა ეროვნული ბანკის, არამედ ქვეყნის არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებები, რაც ბუნებრივია საფუძვლიანად აჩენს ეჭვებს, რომ ის მოცემულობა, რომელშიც ვართ არის განპირობებული სწორედ ამ განცხადებებით", -განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ
მასალის გამოყენების პირობები






