"2012 წელს, „ოცნება“ სიმართლესთან იყო ასოცირებული, ახლა ეს მოცემულობა ნელ-ნელა იცვლება“- რომან კაკულია ივანიშვილს დაფიქრებას ურჩევს
პოლიტიკა - 10:26, 04 Mar, 2019     2409
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში სკანდალურ განცახდებას აკეთებს:


"2012 წელს, „ქართული ოცნება“ სიმართლესთან იყო ასოცირებული, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა" - ტყუილთან, ახლა ეს მოცემულობა ნელ-ნელა იცვლება,“ - აცხადებს კაკულია.

ამავე ინტერვიუში ჟურნალისტმა კაკულიას მისივე ნათქვამი შეახსენა: „არა მგონია, ბიძინა ივანიშვილს ერჩივნოს ხალხს თავი დაამახსოვროს არა როგორც ქველმოქმედმა, არამედ ისტორიაში ორი მოსამართლის - ჩინჩალაძისა და მურუსიძის მხარდამჭერის სახელით შევიდესო“. „კვირის პალიტრის“ კითხვაზე, კვლავ ხედავს თუ არა დეპუტატი ამ საფრთხეს, კაკულიამ უპასუხა - „რა თქმა უნდა“.

„საზოგადოება არ არის ისე განვითარებული, რომ მას ღირსეული დემოკრატიის შექმნა შეეძლოს, ამიტომაც არსებობს დღეს საზოგადოებრივი აზრის ფორმირების ინსტრუმენტები და მთელი ეს მანქანა ივანიშვილის წინააღმდეგ მუშაობს, რათა ისტორიაში სწორედ ამ ორი მოსამართლის მხარდამჭერის სახელით შევიდეს და არა - ქველმოქმედებით. ამიტომაც, ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილს სერიოზულად დაფიქრება მართებს, რა წონა აქვს ამ გადაწყვეტილებას, კიდევ ერთხელ ხომ არ უნდა გადაამოწმოს ის დეტალები, რომელთა შესახებაც ჩვენ შესაძლოა, არ ვიცით, ან ის ღირებულებები, რომ თითქოს ჯობია სასამართლოს თვითდაწმენდის საშუალება მიეცეს, ვიდრე ქირურგიულად ჩავერიოთ მასში. ცალკე აღებულ ამ თეორიას შესაძლოა, ვეთანხმებოდი კიდეც, მაგრამ დღეს სრულიად სხვა ვითარება გვაქვს. თუნდაც ფიქრობდე, რომ უსამართლოდ შეგიბღალეს ავტორიტეტი, რომ პროპაგანდისტულმა მანქანამ დაგამარცხა (ამაში სწორედ იმ საეჭვო რეპუტაციის მოსამართლეებს ვგულისხმობ), ამ პროცესის მიმართ სახელმწიფოებრივი დამოკიდებულება უნდა გამოიჩინო, რადგან გინდა თუ არა, მმართველ ძალასთან ხარ ასოცირებული. იცით, "ქართული ოცნების" მთავარი პრობლემა რა არის? 2012 წელს ის სიმართლესთან იყო ასოცირებული, ხოლო "ნაციონალური მოძრაობა" ტყუილთან, ახლა კი ეს მოცემულობა ნელ-ნელა იცვლება. იმედია, ბიძინა ივანიშვილი ამ ყველაფერს გააანალიზებს და ისე დაამახსოვრებს თავს ხალხს, როგორც იმსახურებს“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

წყარო: კვირის პალიტრა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42