ემზარ კვიციანის ესპანელი პროტოტიპი მანოლო და მისი "ქალების ქარავანი"
პოლიტიკა - 19:50, 03 Mar, 2019     1460

ემზარ კვიციანის მიერ "შეყვარებულების აღრიცხვის ორგანიზაციის" დაფუძნებამ საქართველოში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, მაგრამ როგორც აღმოჩნდა მსგავსი ორგანიზაციები მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც არსებობენ.

ესპანეთი ერთერთი ქვეყანაა, სადაც სოფლების დაცარიელება უკვე დიდი ხანია გადაუჭრელ პრობლემად იქცა. პროცესი ჯერ კიდევ 1950-იან წლებში დაიწყო და ინდუსტრიალიზაციის შედეგად წარმოქმნილი სამუშაო ადგილების გამო ესპანური სოფლები მილიონობით ადამიანმა დატოვა.

შედეგად 4000 მეტი სოფელი სრული დაცარიელების პირასაა, ხოლო 1300-მდე დასახლებაში 100 ადამიანზე ნაკლები ცხოვრობს, მათგან უმრავლესობა მოხუცებული, ან მარტოხელა მამაკაცია. მამაკაცებს განსაკუთრებით უჭირთ ცხოვრების თანამგზავრის პოვნა და ისინი ან სამუდამოდ ტოვებენ სოფელს, ან, ვინც ოჯახურ კერასაა მიჯაჭვული, შტამომავლობის გარეშე რჩება, რაც სოფლებშ არსებულ ვიტარებას კიდევ უფრო ამძიმებს.

1996 წელს მანოლო გოსალომ, მის პარტნიორ ვენეცია ალკანტარასთან ერთდ შექმნა "სიყვარულის ქარავანი" ან, როგორც მას კიდევ ეძახიან - "ქალების ქარავანი", რომელიც კომერციული ორგანიზაციაა. "ქალების ქარავანი" სწორედ დაცარიელებულ სოფლებში დაატარებს ქალებს, რომელთა უმრავლესობა ლათინური ამერიკიდან ან აღმოსავლეთ ევროპიდანაა.

მანოლო სხვადასხვა სოფელში აწყობს ღონისძიებებს, შეხვედრებს, ვახშმებს ცეკვებით და კონცერტებს, სადაც ადგილობრივ მამაკაცებს საშუალება ეძლევათ გაიცნონ მის მიერ ავტობუსით ჩამოყვანილი ქალები და მათ ცხოვრება სამუდამოდ დაუკავშირონ.

"ჩვენ უკვე 600 ასეთი ღონისძიება ჩავატარეთ და შედეგად 180 წყვილი შეიქმნა. მართალია, ყველა კავშირი მყარი არ აღმოჩნდა, მაგრამ ჩვენი მონაცემებით, 100 წყვილი დღემდე ერთადაა," - ამბობს მანოლო.

მანოლოს ბევრი კრიტიკოსი ჰყავს, განსაკუთრებით იმ ფაქტის გამო, რომ მისი სარძლოების უმეტესობა არ არის ესპანელი და დაბალშემოსავლიანი ქვეყნების წამომადგენელია. ასევე ეს ფაქტი ქალების უფლებადამცველთა პროტესტსაც იწვევს. მას არაერთხელ დახვედრიან აქციით, ხოლო ავტობუსებზე არაერთხელ გაჩენილა წარწერა - "მაჩოქალების ქარავანი" (Caravana Machista) ან "ქალი საქომნელი არ არის" (La mujer no es ganado). მიუხედევად ამისა, მანოლო თავის საქმიანობას შეუპოვრად აგრძელებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42