უკრაინის ეკლესიას სინოდის უმეტესი წევრებისგან შინაგანი თანაგრძნობა ნამდვილად აქვს - მეუფე იაკობი
პოლიტიკა - 15:49, 03 Mar, 2019     777

მეუფე იაკობის განცახდებით, სინოდის წევრების უმრავლესობა ცალსახად უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარეს დგას. თუმცა, ბოდბელი ეპისკოპოსი ამბობს, რომ აჩქარება ამ საკითხში მიზანშეწონილი არ არის.

„რუსი მაინც ისე გვიყურებს, ეტყობა რა, საბჭოთა კავშირიდან გამოყვა, თითქოს გუბერნია ვიყოთ მაგათი ისევ. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ გუბერნია კი არ ვართ, თავისუფალი და თავისუფლების მოყვარე ერი ვართ, დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ. მაგი უნდა ვაჩვენოთ ყველას.

უბრალოდ დავფიქრდეთ რა, პასუხი რა იქნება და მივიღოთ ლოგიკურად ისეთი გადაწყვეტილება, რომ პირველ რიგში ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ეკლესია არ დავაზარალოთ და უკრაინელი ხალხიც მარტო არ დავტოვოთ. მე ამას ვამბობ.

შინაგანი თანაგრძნობა სინოდის უმეტესი წევრებისგან ნამდვილად აქვთ. უბრალოდ, დროის საკითხია. მაგაზე დაჩქარება არ იქნება, იმიტომ რომ გადახედონ მსოფლიო ისტორიას და უცბად ვინ ვის სცნობს? ეს პროცესი დაიწყო უბრალოდ, მსოფლიო პატრიარქს უკვე შეუძლია ძალის პოზიციიდან ელაპარაკოს რუსეთის პატრიარქს. ერთიც საკმარისია რომ აღიარა, მაგან რომ აღიარა, აღიარებულია უკვე. ამაში პრობლემა არ არის. აწი რომ წავა ჭიდილი, კარგად ვიცით, რომელი მხარეები ებრძვიან ერთმანეთს. მე ვფიქრობ, რომ უკვე ათეულ მილიონობით შემატებული მრევლის გამო უფრო გაბედულად ილაპარაკებს, უფრო გაბედულ ნაბიჯებს გადადგამს და სხვა ეკლესიებიც შედარებით გონივრულ ვადებში მიიღებენ გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ბოდბელი ეპისკოპოსი ამბობს, რომ რუსეთისგან დიდი რისკი არსებობს იმის, რომ ქართული მხარის მხრიდან უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების შემდეგ, ამას რუსეთის მხრიდან გარკვეული ნაბიჯი მოჰყვეს, რამაც აფხაზეთის ეკლესიის მიერთება განაპირობოს.

მეუფე იაკობი ამბობს, რომ დაჩქარება ამ ვითარებაში გაუგებარია, რადგან თავად მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია დეკლარაციის მიღებიდან 73 წლის შემდეგ აღიარა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42