2019 წლის ორ თვეში აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-მა საქართველოში 500 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის იმპორტი განახორციელა. წლის ბოლომდე მიწოდება 1მილიარდ 260 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს.
როგორც SOCAR-ში აცხადებენ 2019 წელს სახელმწიფო ნავთობკომპანია ყველა პრობლემის გათვალისწინებით საქართველოს დაახლოებით 2,45 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიაწვდის, რაც 2018 წლის მაჩვენებელზე 11%-ით მეტია.
რაც შეეხება გაზგასამართ სადგურებს (აგს), ბოლო მონაცემებით SOCAR-ი საქართველოში 113 აგს ფლობს.
SOCAR-ი საქართველოში აზერბაიჯანის საბადოებიდან მოპოვებული ბუნებრივი აირის ექსპორტს ახორციელებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, გაზის მოპოვება ხდება „შაჰ დენიზის“ საბადოზე, აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიის და უცხოელი ინვესტორების მონაწილეობით.
ამ დროისათვის SOCAR-ი საქართველოში ბუნებრივი აირის ძირითადი მომწოდებელია. ასევე ნავთობის და ნავთობპროდუქტების. SOCAR-ის შვილობილი კომპანიები ცდილობენ ქვეყანაში გაზგამანაწილებელი სისტემის განვითარებას. ფლობენ ნავთობის ტერმინალებს საქართველოს შავიზღვისპირეთში - ყულევში, საიდანაც აზერბაიჯანული ნავთობი მსოფლიო ბაზარზე გადის.
მასალის გამოყენების პირობები






