რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებები მიუღებელია და გრიგორი კარასინის საქართველოს მიმართ, სერიოზულ ზიანს აყენებს რუსეთის საერთაშორისო ავტორიტეტს. აღნიშნული განცხადება პრაღიდან დაბრუნებულმა ზურაბ აბაშიძემ გუშინ აეროპორტში გააკეთა. პრაღაში 27 თებერვალს აბაშიძე-კარასინის შეხვედრა გაიმართა, სკანდალური განცხადება კი კარასინმა ამ შეხვედრის შემდეგ რუსულ მედიასთან გააჟღერა.
„კარასინის განცხადება, სადაც არის აშკარად მუქარის ტონი საქართველოს, უკრაინის მიმართ, ეს არის ყოვლად მიუღებელი, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და მე ვფიქრობ, რომ ეს სერიოზულ ზიანს აყენებს რუსეთის საერთაშორისო ავტორიტეტს“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
შეგახსენებთ, პრაღაში ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ რუსულ მედიასთან ინტერვიუში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საქართველოს მიმართ მუქარისშემცველი განცხადება გააკეთა, კარასინის თქმით, საქართველომ უნდა აირჩიოს სამხრეთ კავკასიაში რეგინალური კეთილგანწყობის ატმოსფერო ან ევროატლანტიკური დღის წესრიგი. მისი თქმით ორივე მიმართულებით მოძრაობა ოფიციალურ თბილისს პრობლემებს შეუქმნის. კარასინმა არ დააკონკრეტა პრობლემების შინაარსი, თუმცა მაგალითად უკრაინა მოიყვანა:
მასალის გამოყენების პირობები






