"მამაოს საქმეში მართლმსაჯულება არ აღსრულებულა"- დეკანოზ მამალაძის შეწყალების საკითხს მეუფე პეტრე ეხმაურება
პოლიტიკა - 13:33, 02 Mar, 2019     1480
ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე დადებითაც აფასებს მსჯავრდებული დეკანოზის შეწყალების საკითხზე დაწყებულ განხილვებს და მიიჩნევს, რომ საპატრიარქოს ამ თემაზე უფრო ადრე უნდა ემსჯელა. მუფე პეტრეს თქმით, დეკანოზი მამალაძე სინანულს განიცდის და მისთვის, როგორც სინოდის წევრისთვის, ეს სინანული მისაღებია.


„ვინც შევიდა, თვალებში ჩახედა და მისგან მოისმინა და არსებული შეკითხვები დაუსვა და პასუხი მიიღო, შეუძლებელია, ვის გავიხსენებთ, გარდა რაღაც სამარცხვინო ზონდერული დამოკიდებულებისა სასულიერო პირთაგან, რომლებიც ჭორებს და ცილისწამებებს ავრცელებდნენ. თვითონაც ძალიან ნანობს, თუნდაც, იმ დამოკიდებულებას, იმ მდგომარეობას, რაც გასაჯაროვდა დაჩეხილი, ამოჭრილი და დამონტაჟებული ჩანაწერებით, რომელიც არასრულყოფილი იყო. სინანულს გამოხატავს, რომ ასე ადვილად წამოეგო ამ აგენტ-პროვოკატორის პროვოკაციას და ასე დარტყმის ქვეშ, ასეთ უხერხულობაში ჩააგდო მთელი ეკლესია და საზოგადოება. თავიდანვე ჰქონდა გამოხატული და ჩემთვის, როგორც სინოდის წევრისთვის, მისაღებია ეს სინანული მისგან.“ - განაცხადა მეუფე პეტრემ კურიერთან.

მეუფე პეტრე იმედოვნებს, რომ მამა გიორგი მამალაძის საკითხს წმინდა სინოდი უახლოეს დღეებში განიხილავს.

სასულიერო პირი მიიჩნევს, რომ წარდგენილ ბრალში პატიმარი დეკანოზი მამალაძე უდანაშულოა.

„რაც შეეხება პროკურატურას და გამოძიებას, ის, რომ მამაოს საქმეში მართლმსაჯულება არ აღსრულებულა, ერთმნიშვნელოვნად ამას მე, პირადად, მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ. გავიხსენებდი ვაჟკაცი, პატიოსანი, კავკასიელი ადამიანის მაჩალიკაშვილის დამოკიდებულება აქვს, როდესაც მისი შვილის მკვლელობაზე ჰკითხეს, სანამ ეს ხელისუფლება არ შეიცვლებაო, ეს საქმეო... მე დიდი იმედი მქონდა, როდესაც მთავარი პროკურორი გადადგა, რომელსაც ასევე პასუხისმგებლობა ჰქონდა ამ საქმეში, რომ მაღალ სასულიერო იერარქად ქალბატონს მისახელებდა და პასუხი არ გაუცია, ისე წავიდა, შემდეგ ახალმა მთავრმა პროკურორმა თქვა, რომ აი, ჩვენი გამოწვევა არის ნდობის აღდგენა, იგივე ჰქონდა სასამართლოს დამოკიდებულება. ციანიდის საქმეში შეიძლებოდა, როგორც ერთს, ისე მეორე ინსტიტუციას აღედგინა ნდობა, მაგრამ დღემდე ვხედავთ, რომ ამ კუთხით არ დაძრულა. მივანდოთ უფალს, მაგრამ მთავარია, რომ წმინდა სინოდმა განიხილოს და ვიცოდეთ ამ ადამიანის მიმართ, რომ ის ამ საქმეში, კონკრეტულ ბრალში არის აბსოლუტურად უდანაშაულო." - განაცხადა მეუფე პეტრემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42