ქუთელიას შეფასებით, რუსეთთან ნებისმიერი ენერგეტიკული დამოკიდებულება, ქვეყნისთვის უკვე საფრთხის შემცველია.
„თუ ამბობს მთავრობა, რომ შეიქმნა დეფიციტი, უნდა ახსნან კიდეც, რის გამო შეიქმნა, ეკონომიკური ბუმია აფხაზეთში თუ რამ შექმნა ეს დეფიციტი. თუკი წლების განმავლობაში არ იყო დეფიციტი, დღეს რატომ არის. მეორე, თუ არის ტექნიკურად დეფიციტი, რატომ მაინცდამაინც რუსულ ენერგიას ვყიდულობთ? რატომ არ შეიძლება ვიყიდოთ სხვა ენერგია. იმიტომ რომ რუსული ენერგია და ზოგადად ნებისმიერი დამოკიდებულება ენერგეტიკულ სფეროში რუსეთთან, უკვე თავის თავად რისკებს შეიცავს. იმიტომ რომ არ არის გამჭვირვალე და ღია მოთამაშე. პლუს აქვს კონკრეტული ინტერესები საქართველოს მიმართ, რომელიც არ ემთხვევა ჩვენ ეროვნულ ინტერესებს და აქვს კონკრეტული ინტერესები აფხაზეთის მიმართ, რომელიც ოკუპირებულია და აღიარა დამოუკიდებელ ქვეყნად. ამიტომაც, ამ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი,“ - აცხადებს ბათუ ქუთელია.
მასალის გამოყენების პირობები






