"ნდობის დაკარგვის მომენტი იყო" - ზვიად კვაჭანტირძის პირველი კომენტარი უმრავლესობიდან წასვლის შემდეგ
პოლიტიკა - 18:37, 01 Mar, 2019     1041
საპარლამენტო უმრავლესობიდან წასვლის შემდეგ ზვიად კვაჭანტირაძემ პირველი კომენტარი გააკეთა. მან გუნდის დატოვების შესახებ პარტიის ლიდერს წერილობით უკვე აცნობა. წერილის გაგზავნის შემდეგ კვაჭანტირაძე პარლამენტში პირველად რამდენიმე წუთის წინ მივიდა.

დეპუტატმა „კურიერის“ ჟურნალისტთან გუნდიდან წასვლის მიზეზებზე ისაუბრა. კვაჭანტირაძის თქმით, მთავარი წყალგამყოფი და წითელი ხაზი მოსამართლეების 10-კაციანი სია იყო, თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ გუნდში სერიოზული პრობლემები მანამდეც იყო.

კვაჭანტირაძე აქტიური პოლიტიკური ცხოვრების დაწყებას გეგმავს. ის, სავარაუდოდ, ეკა ბესელიას გუნდში იქნება. ზვიად კვაჭანტირაძე ამ წუთებში ეკა ბესელიას ხვდება.

„სასამართლო იყო ბოლო წითელი წყალგამყოფი, ანუ საერთოდ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული პრობლემა და უმრავლესობის მიდგომა. ამას გარდა, იყო მთელი რიგი სხვა მომენტები, რაც დაგროვდა, რაზეც ივანიშვილთან მქონდა საუბარი, დაწყებული მართვის სტილიდან ამ პარლამენტში, დამთავრებული იმით, რომ ნდობის დაკარგვის მომენტი იყო, გადაწყვეტილების მიმღები იმ კულუარებში რაც ხდება, იმის მიმართ ნდობის დაკარგვა იყო მთავარი მომენტი, რაც მიმიყვანა ამ გულწრფელად ვამბობ, გულსატკენ გადაწყვეტილებამდე. ვაპირებ იმას, რასაც არ ვაპირებდი, არ ვიყავი მოწადინებული, რომ აქტიური პოლიტიკური ცხოვრებით მეცხოვრა, ვხელმძღვანელობდი საინტერესო კომიტეტს ჯერჯერობით ვხელმძღვანელობ, სანამ გადამაყენებენ. არ მინდოდა აქტიურ პოლიტიკაში ჩართვა, მაგრამ ახლა მივხვდი, რომ ეს ორი წელიწადი აუცილებლად უნდა ვიყო ძალიან აქტიური,“- განაცხადა კვაჭანტირაძემ.

წყარო: რუსთავი 2





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42