„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც გლდანის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეხვდა ამბობს, რომ მსჯავრდებულს წართმეული აქვს მარჯვენა მხარე და რთულ მდგომარეობაშია.
ამის მიუხედავად ხოშტარია ამბობს, რომ დეკანოზი "ბრძოლას აპირებს".
„ვიზუალურად ვნახე რომ წართმეული აქვს მარჯვენა მხარე და საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია. მან თავად მითხრა, რომ ღუდუშაურის კლინიკიდან გადმოყვანა საეჭვოდ მოხდა და არ უნდა მომხდარიყო. მისი თქმით, ეს ნაბიჯი მისი და მკურნალი ექიმის ნების წინააღმდეგ მოხდა. ანუ გაუგებარია რატომ გადმოიყვანეს. ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ ყველა იმ დარღვევაზე, რაც ამ საქმეშია. ვისაუბრეთ ძალიან კონკრეტულ დარღვევებზე თუ როგორ იქცეოდა პროკურატურა, როგორ არ კეთდებოდა ექსპერტიზები. მან მითხრა, რომ ბრძოლას აპირებს. ეს ადამიანი ამბობს, რომ მას ეკუთვნის გარეთ ყოფნა და რომ ეს საქმე არის შეკერილი. რა თქმა უნდა, მისი შეწყალება უნდა მოხდეს. პრეზიდენტი რომ თავად არ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ეს კარგად ჩანს, რადგანაც ის დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს არ იღებს, მაგრამ აუცილებლად უნდა მიიღოს, რადგანაც დეკანოზი მამალაძე უსამართლოდ არის გამომწყვდეული ციხეში. დარღვევები იყო მთლიანად პროკურატურის და პოლიტიკური ვერტიკალის მხრიდან", - თქვა ხოშტარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






