„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების დროს მართლაც დააფიქსირეს ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტები.
„ეს არჩევნები იყო ყველაზე უარესი არჩევნები, რაც ჩვენ გვქონდა „ქართული ოცნების“ პირობებში და ისინი საუბრობენ ზუსტად იმ პრობლემებზე, რომლებზე ვსაუბრობდით არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის, ამომრჩევლის ყიდვის და ხმების ყიდვის პრობლემაზე ვსაუბრობდით ჩვენც. ჩვენ გვქონდა შემთხვევები, როდესაც საარჩევნო უბნებზე არიგებდნენ ფულს და ასევე ის უპრეცენდენტო ინიციატივა, რომელიც გააჟღერა „ქართულმა ოცნებამ“, როდესაც 600 ათას ამომრჩეველს გადაუხადეს ვალები. ეს თავისთავად იყო უპრეცენდენტო რამ და ცხადია, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ეს ყველაფერი დააფიქსირეს,“ - აცხადებს გიგაური.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის, სულხან სალაძის თქმით, დასკვნაში საკმაოდ კრიტიკულ გამოწვევებზეა საუბარი:
„რასაც ახლა ჩვენ ეუთოს დასკვნაში ვნახულობთ, ეს არის ერთგვარი გაგრძელება იმ შეფასებების, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით მთელი ამ ხნის განმავლობაში. ეს ეხებოდა როგორც რესურსების გამოყენებას, მედიასთან დაკავშირებულ გამოწვევას, ეხებოდა იმ ყველაზე მსხვილ პროგრამას, რომელიც საქართველოს 600 ათასი მოქალაქისთვის ვალების ჩამოწერას გულისხმობდა. ყველა ეს და სხვა თანმდევი ფაქტები შეფასებულია როგორც კრიტიკული გამოწვევები ქვეყნისთვის და არის მოწოდება ეუთოს დასკვნაში, რომ ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას, რათა მომავალ არჩევნებზე იგივე გამოწვევები არ გვქონდეს,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






