20 თებერვლიდან, ენგურის წყალსაცავში წყლის დონის დაწევისა და ელექტროსადგურის ავარიულად გამორთვის საფრთხის გამო რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე ელექტროენერგიის დეფიციტი შეიქმნა. შედეგად ყოველდეღე აფხაზეთში 11 დან 14 საათამდე ელექტროენერგიას თიშავენ.
ამჟამად ენგურის წყალსაცავში წყლის დონემ ზღვის დონიდან 428 მეტრამდე დაიწია.
ამ პრობლემის მოგვარების მიზნით, 28 თებერვლიდან აფხაზეთის ტერიტორიის ნაწილს ელეტროენერგიას ოკუპანტი რუსეთი მიაწვდის.რუსეთის მიერ მიწოდებული ელექტროენერგიას გუდაუთა, გაგრა და სოხუმის ნაწილი მიიღებს. დანარჩენ ტერიტორიაზე კვლავ ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელეტროენერგია იქნება გამოყენებული.
ოკუპირებული აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებას საქართველოს ბიუჯეტიდან გამოხმაურება მოჰყვა ოპოზიციაში.
გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" წევრი, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ეკონომიკის მინისტრისა და ხელისუფლების გადაწყვეტილებით საქართველო ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიით მომარაგებს.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის თქმით, უკვე გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება რუსულ კომპანიასთან, რომლის მიხედვითაც 45 მლნ.კილოვატ საათის ელექტროენერგიის შესყიდვას საქართველოს მოსახლეობის ფინანსებით გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები






