ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთოს საბოლოო დასკვნას ეხმაურება.
„ეუთომ გამოაქვეყნა თავისი საბოლოო დასკვნა საქათველოში საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი მძაფრად კრიტიკული მოსაზრებაა რაც ეხებოდა პროცესს, რაც ეხებოდა ადმინისტრაციულ რესურსს, რაც ეხებოდა იმ სქემას რომლითაც ხდებოდა ვალების დაფარვა და არის მიუღებელი სტანდარტი როგორც აღინიშნა ამ დასკვნაში და პრაქტიკულად ყველა მიმართულებით ვფიქრობ, რომ არის გამოთქმული მოსაზრებები. თუ რაიმე პოზიტივი არსებობს ესეც ყოველთვის აღინიშნება ეუთოს დასკვნაში, მაგრამ კრიტიკული ძალიან ბევრია და ეს უნდა იყოს სახელმძღვანელო პრინციპები ხელისუფლებისთვის პირველ რიგში ბუნებრივია. არა პასუხები რომ: „ეს არ არის სწორი“ ან „სხვანაირად იყო და დამკვრივებლებს ეშლებათ“ არამედ ის, რომ ეს პრობლემები აღარ არსებობდეს შემდეგი არჩევნებისთვის და საქართველოს რეპუტაციას არ მიადგეს ჩრდილი ასეთი პროცესის შემდეგ.“ - განაცხადა გიგი წერეთელმა
მასალის გამოყენების პირობები






