ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის თემაზე შექმნილ საუკეთესო ჟურნალისტურ ნამუშევრებს დააჯილდოებს
პოლიტიკა - 11:56, 01 Mar, 2019     809
ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, მწერალთა სახლში (ი. მაჩაბლის #13) ოფიციალურ ცერემონიაზე, მედია კონკურსის „ჟურნალისტები კორპორაციული სოციალურიპასუხისმგებლობისთვის“ 5 გამარჯვებული დაჯილდოვდება.


კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან შემდეგ კატეგორიებში: ა) სტატია, ბ) სატელევიზიო სიუჟეტი, გ) მულტიმედია; დ) რადიო, ე) ბლოგი.

მედია კონკურსის ორგანიზატორია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRD/). მისი მიზანია ქართულ მედია სივრცეში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის აქტიური და სწორი გაშუქების ხელშეწყობა და ამ გზით კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და საზოგადოების მხრიდან კონცეფციის სწორი აღქმის დამკვიდრება.

კონკურსში წარდგენილი ნამუშევრები შეფასდა დამოუკიდებელი საკონკურსო კომისიის მიერ. გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი პრიზი 2000 ლარის ოდენობით. დაჯილდოების ცერემონიის სტუმართა შორის იქნებიან მედია პროფესიონალები თბილისსა და საქართველოს რეგიონებიდან, საქართველოს ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის აღმასრულებელიდირექტორი ეკა ურუშაძე კონკურსის შესახებ:

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიის მიერ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კონცეფციის სწორი გააზრება და მისი დანერგვის სტიმულირება, რადგანაც მედია უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში.“

კონკურსის შესახებ:

ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, CSRD/ აქტიურად მუშაობს ცენტრალურ და რეგიონულ მედიასთან, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ცნების პოპულარიზაციისა და საზოგადოების მხრიდან კონცეფციის სწორი აღქმის დამკვიდრების მიზნით. კონკურსს წინ უძღვოდა წარმატებით გამართული მედია ტრენინგები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის თემაზე. დაჯილდოების ცერემონიაზე ორგანიზატორები 2019 წლის ჟურნალისტური ნამუშევრების კონკურსსა და მედიისათვის ტრენინგების მომდევნო ციკლსაც დააანონსებენ.

პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ შესახებ ინფორმაცია:

„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინტიტუტთან (CS8), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRD/)და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC). პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.

ინფორმაცია განმახორციელები ორგანიზაციის შესახებ:

“საქართველოს სტრატეგიულიკვლევებისა და განვითარების ცენტრი” (CSRD/) არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1995 წელს და იგი სამოქალაქო სექტორში წარმატებული მუშაობის 22 წელს ითვლის.

CSRD/ დაარსების დღიდან ორიენტირებულია ისეთ შედეგებზე, რომელიც პოზიტიურ ცვლილებებს მოუტანს, როგორც ცალკეულ ადამიანებს, ისე მთელ საზოგადოებას. CSRD/ არის პირველი ქართული ორგანიზაცია, რომელმაც მოამზადა და გამოსცა: მდგრადი განვითარების ანგარიში „ანგარიშგების გლობალური ინიციატივის“ (/R8) საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით; პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელო CSR-ზე საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისთვის; ვრცელი ანალიტიკური კვლევა „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და საჯარო სექტორის როლი“ (ანალიტიკური მიმოხილვა და რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას)





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42