იუსტიციის სამინისტრო თამაზ ახობაძეს სამსახურში აღადგენს და განაცდურსაც აუნაზღაურებს
პოლიტიკა - 19:59, 28 Feb, 2019     1025
დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო ერთობლივი განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იუსტიციის სამინისტრო თამაზ ახობაძეს სამსახურში აღადგენს და განაცდურსაც აუნაზღაურებს

"2019 წლის 27 თებერვალს, სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის ყოფილ თანამშრომელს ბატონ თამაზ ახობაძეს, მისივე მოთხოვნის შესაბამისად, შეხვდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ერთ-ერთი ხელმძღვანელი. შეხვედრა ოთხი საათის განმავლობაში გაგრძელდა და, როგორც ყველა წინა მსგავსი შეხვედრა, რომელიც აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაინტერესებულ პირთან ყოფილა გამართული, უშედეგოდ დასრულდა.

შეხვედრაზე თამაზ ახობაძეს მორიგჯერ აუხსნეს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის განჩინების თანახმად (დავა თამაზ ახობაძესა და დანაშაულის პრევენციის ცენტრის განრიდება/მედიაციის პროექტის მენეჯერს მ.ბ.-ს შორის), თამაზ ახობაძის სასარგებლოდ აღსასრულებელი გადაწყვეტილება (2017 წლის 9 მარტი, თბილისის სააპელაციო სასამართლო, შრომითი დავა დანაშაულის პრევენციის ცენტრსა და თ. ახობაძეს შორის) არ წარმოადგენდა თამაზ ახობაძისათვის სასურველ თანამდებობაზე მომუშავე პირის (ამ შემთხვევაში მ.ბ.-ს) გათავისუფლების სამართლებრივ საფუძველს.

უზენაესი სასამართლოს განჩინებაში მოყვანილ ამ განმარტებას (იხ. პუნქტი 44) მორიგჯერ არ დაეთანხმა თამაზ ახობაძე და კვლავ მოითხოვა განრიდება/მედიაციის მენეჯერად დანიშვნა, მიუხედავად იმისა, რომ ამ თანამდებობაზე უკვე მესამე წელია, რაც მუშაობს მ.ბ.

იმავე შეხვედრაზე, საკითხი შეეხო განაცდურის ანაზღაურების საკითხს. თამაზ ახობაძეს განემარტა, რომ განაცდურის ანაზღაურების ნაწილში არავითარი წინაღობა არ არსებობდა, რაზეც თამაზ ახობაძემ განაცხადა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ თანხის ოდენობაზე ითხოვდა თანხის დამატებას („რაიმე მცირედი/სიმბოლური მაინც“) ან წერილობითი სახით ბოდიშის მოხდას. მას განემარტა, რომ ამგვარ დამატებით ზომებს აღსასრულებელი სასამართლო გადაწყვეტილება არ ითვალისწინებდა.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, დანაშაულის პრევენციის ცენტრი და აღსრულების ეროვნული ბიურო თვლიან, რომ ამოწურულია ყოველგვარი რესურსი დაინტერესებულ პირთან რაიმე ტიპის სამართლებრივი თუ სხვა გონივრული დისკუსიისა. ამას ემატება ისიც, რომ თამაზ ახობაძის, ისედაც აღელვებულ მდგომარეობაში მყოფი პირის, ინსტრუმენტალიზაციის რეალური საფრთხე არსებობს სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მხრიდან.

შესაბამისად,

მიუხედავად იმისა, რომ თამაზ ახობაძე წინააღმდეგია 2017 წლის 9 მარტის სასამართლო გადაწყვეტილების შედეგად დანაშაულის პრევენციის ცენტრისათვის დაკისრებული განაცდურის მიღებაზე და ითხოვს დამატებით თანხას ან ბოდიშის მოხდას, რაც სასამართლო გადაწყვეტილებით გათვალისწინებული არ არის, დანაშაულის პრევენციის ცენტრის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჩაირიცხება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა თამაზ ახობაძის პირად ანგარიშზე გადასარიცხად. ამ მიზნით დანაშაულის პრევენციის ცენტრმა უკვე წამოიწყო შესაბამისი პროცედურები საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინაშე.

არსებულ ვითარებაში, მოცემული თანხის პირად ანგარიშზე ჩარიცხვისთვის დაინტერესებული პირის თანხმობა არ იქნება მოპოვებული და აღსრულების ეროვნული ბიურო იმოქმედებს მკაცრად სასამართლო გადაწყვეტილების ფარგლებში დაინტერესებულ პირთან რაიმე დამატებითი დისკუსიის გარეშე;

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების საწინააღმდეგოდ, თამაზ ახობაძე ჯიუტად ითხოვს მ.ბ.-ს გათავისუფლებას განრიდება/მედიაციის მენეჯერის თანამდებობიდან და მისი პოზიციის დაკავებას, დანაშაულის პრევენციის ცენტრისთვის სწორედ უზენაესი სასამართლოს განჩინებაა ამოსავალი წერტილი და, ამიტომაც, როგორც ეს მოცემული სასამართლო განჩინებით არის დადგენილი, მ.ბ.-ს სამსახურიდან გათავისუფლება მის ნაცვლად თამაზ ახობაძის დანიშვნის მიზნით არ იგეგმება;

მიუხედავად იმისა, რომ თამაზ ახობაძე განრიდება/მედიაციის მენეჯერად ითხოვს აღდგენას (მოცემული პოზიცია, როგორც მრავალჯერ იქნა განმარტებული, ამჟამად ვაკანტური არ არის და მისი ვაკანტურად ქცევისათვის, როგორც ეს უზენაესი სასამართლოს განჩინებაშია დაზუსტებული, არ არსებობს არავითარი სამართლებრივი საფუძველი), დანაშულის პრევენციის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ გამოცემულ იქნება ბრძანება თამაზ ახობაძის იმ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ, რომელიც როგორც საფეხურით ასევე ანაზღაურების მხრივ, არის ტოლფასი იმ თანამდებობისა, რომელიც უკავია მ.ბ.-ს. ეს თანამდებობაა ახალგაზრდული პროგრამების მენეჯერი.

ამ შემთხვევაშიც, ვინაიდან არ არსებობს არავითარი რესურსი დისკუსიისა, არ იქნება დაინტერესებული პირისაგან მოთხოვნილი თანხმობა მოცემულ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით.

თავის მხრივ, დანაშაულის პრევენციის ცენტრი გამოთქვამს იმედს, რომ სამსახურში გამოცხადების შემთხვევაში, თამაზ ახობაძე გამოიჩენს კოლეგიალობასა და პატივისცემას თითოეული თანამშრომლისადმი და არ იქნება მოწოდებული პროვოკაციებისა და დაპირისპირებებისათვის, როგორც ეს არაერთხელ ყოფილა წარსულში" - აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42