"ნურც პროკურატურას, მთავრობას, ნუ დაავიწყდება რომ საქართველო არის ომში... ამიტომ ანაკლია უნდა განხორციელდეს - „ევროკავშირი-საქართველო ბიზნეს საბჭოს" გენერალური მდივანი
პოლიტიკა - 19:30, 28 Feb, 2019     1063
თიბისი ბანკის საქმე - „ევროკავშირი-საქართველო ბიზნეს საბჭოს" გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.

მისი თქმით, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ანაკლიის პროექტი განხორციელდეს და მისი ჩაშლა რუსეთის ინტერესში შედის.

„ის რაც ჩვენ ვნახეთ პარლამენტში, ამას ხომ ელჩები ხედავენ?! ამას ხომ ხედავენ, რომ ელემენტარული მოსმენა უნდა მისცე საშუალება, რომ ბიზნესს და ნებისმიერს ვთქვათ ამ შემთხვევაში კომპანიას, როდესაც ასეთი ქეისია, ასეთი შემთხვევა, ელემენტარულად მოუსმინო. თუ ამას ამის საშუალებას არ მისცემს , სწორედ ეს იწვევს კითხვებს. ნურც პროკურატურას, ნურც მთავრობას, ნურც საზოგადოებას, ნურც ბიზნესს ნუ დაავიწყდება, რომ საქართველო დღეს არის ომში, 20% არის ოკუპირებული და პრაქტიკულად სამხედრო ბაზები გვიდგას თბილისიდან დაახლოებით 35 კილომეტრში და იცით აფხაზეთშიც რა ხდება. გამომდინარე აქედან ანაკლია უნდა განხორციელდეს და ამას ალტერნატივა არ უნდა ჰქონდეს. ეს არ ნიშნავს, რომ ფოთის პორტი არ განვითარდეს, განვითარდეს ფოთის პორტი, მაგრამ რა უშლის ხელს იმას, რომ ყველამ ერთად რაღაცა ვთქვათ ასე, რომ ნებისმიერი პროექტი, რომელიც შენ ევროპასთან დაგაახლოვეს, ქვეყანას გააძლიერებს, ეს უნდა განვითარდეს. რუსებს რა თქმა უნდა თავისი ინტერესი აქვთ და ეს ინტერესი 28 წლის მანძილზე არ შეჩერებულა. თქვენ რა გგონიათ, რომ რახან დიპლომატიური ურთიერთობა არ არის, რა აქ არ არიან ის ადამიანები ვინც რუსეთზე მუშაობენ? ძალიან კარგად ვხედავთ რაც ხდება, როგორ ძალისხმევითაც არის, თუნდაც ის პირდაპირ გეტყვით, არასასიამოვნო და ძალიან ცუდი განცხადება კარასინის, რა უფლება აქვს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დამოუკიდებელ ქვეყანას ესეთ რაღაც დავარქვათ მუქარით ელაპარაკოს?" - აღნიშნა ჭუმბურიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42