მისი თქმით, აღნიშნული საკითხი საუკუნის გამოწვევაა. “მას აქვს საუკუნის ჯანდაცვის გამოწვევის კატეგორია მინიჭებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ანუ საქართველოშიც არის, ისევე, როგორც ყველა სხვა ქვეყანაში”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
მინისტრის თქმით, აღნიშნული სახელმძღვანელო ექიმებს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში დაეხმარებათ, მათ შორის ანტიბიოტიკების დანიშვნის პროცესშიც. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სენფორდის სახელმძღვანელოს „ანტიმიკრობული თერაპია“ 2018 წლის ვერსია ქართულ ენაზე მეორე გამოცემაა, რომელიც დაიბეჭდა აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) მხარდაჭერით.
სახელმძღვანელო პირველად სამი წლის წინ გამოიცა. უწყების ინფორმაციით, მრავალი დაავადების ანტიმიკრობული თერაპიის მიდგომების შეცვლამ განაპირობა სენფორდის სახელმძღვანელოს 2018 წლის გამოცემის ქართულად თარგმნის აუცილებლობა.
წყარო: "ბანკები და ფინანსები"
მასალის გამოყენების პირობები






