საცხოვრებელი ადგილის ცვლილება, საარსებო შემწეობის შეჩერების მიზეზი არ უნდა გახდეს - თეონა ჭალიძე
პოლიტიკა - 17:43, 28 Feb, 2019     1677

პოლიტიკური პარტია ,,ახალი საქართველოს“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახში იმყოფებოდა. ოჯახს, სადაც ოთხი მცირეწლოვანი ცხოვრობს, საარსებო შემწეობა მხოლოდ საცხოვრებელი ადგილის ცვლილების გამო შეუჩერდა. თეონა ჭალიძე ამბობს, რომ მსგავსი მიზეზით, ყოველთვიურად ასობით ბავშვი რჩება საარსებო შემწეობის გარეშე. მისი თქმით, შესაბამისი უწყების მხრიდან, აუცილებელია ამ ხარვეზის გამოსწორება.

,,ჩვენს ქვეყანაში, ყველაზე დაუცველ ადამიანებს, ისედაც ბევრი პრობლემა აქვთ და სახელმწიფო კიდევ დამატებით დაბრკოლებებს უქმნის. სოციალურად დაუცველი ოჯახების დიდი ნაწილი ქირით ცხოვრობს. მათ ხშირად უწევთ საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა სხვა და სხვა მიზეზით. ეს ისედაც სტრესია ოჯახებისთვის, ბავშვებისთვის და ამას ემატება ის, რომ სახელმწიფო მათ სამი თვით, საარსებო შემწეობას უჩერებს სწორედ საცხოვრებელი ადგილის ცვლილების გამო და იწყებს ბიუროკრატიულ პროცედურებს. სედეგად, ყოველ თვე, ასობით ბავშვი ლუკმა-პურის გარეშე რჩება და არავინ ფიქრობს რითი უნდა იარსებონ ოჯახებმა ამ პერიოდის განმავლობაში. ეს არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება სახელმწიფოს მხრიდან ყველაზე დაუცველი პირების მიმართ და დანაშაული ბავშვების წინაშე, რომელიც უნდა გამოსწოდეს. საცხოვრებელი ადგილის ცვლილება საარსებო შემწეობის შეჩერების მიზეზი არ უნდა გახდეს!“- აცხადებს თეონა ჭალიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42