მისი თქმით, ევროინტეგრაცია საქართველოს, როგორც სუვერენული ქვეყნის არჩევანია.
„ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა და უსაფრთხოება გვსურს. რეგიონში მშვიდობა ჩვენც გვინდა. ჩვენს ქვეყანაში სანდო და მშვიდობიანი გარემო რუსეთის ინტერესში უნდა შედიოდეს. სამწუხაროდ, კრემლს კვლავაც მისთვის ვიწრო ინტერესის მატარებელი პოლიტიკა აქვს და ამას ამჟღავნებს რიგ შემთხვევებში აგრესიულად. ეს იმის საფუძველი არ არის, რომ ჩვენი პროგრესი და სვლა ევროპული მომავლისკენ შევწყვიტოთ. პირიქით, ნაბიჯებს ინტენსიურად ვდგამთ. ეს ქართველი ხალხის და ჩვენი, როგორც სუვერენული ქვეყნის არჩევანია. ეს ემსახურება არა ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებას, არამედ მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფას. ასეთ განცხადებებს შეჩვეული ვართ და მომავალშიც მოვისმენთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა ქვეყანა განვითარდეს და მივიდეთ იქ, სადაც არის საერთო მშვიდობა და უსაფრთხოება,” – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






