"ეს იყო პასუხი კომიტეტის ჩაშლილ განხილვაზე, არ შეიძლება პროკურატურის კომპეტენცია იყოს სესხის გაცემის შეფასება"- ბადრი ჯაფარიძე
პოლიტიკა - 17:01, 28 Feb, 2019     1139
"თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე გენერალური პროკურატურის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ქვეყნისა და ბანკის რეპუტაციას ყველა უნდა გაუფრთხილდეს.

“დღევანდელი განცხადება იყო გამეორება 2019 წლის 8 იანვრის განცხადების. ჩემი ღრმა რწმენით, ეს იყო პასუხი კომიტეტის ჩაშლილ განხილვასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ ასეთი განცხადება ძალიან დიდ ზიანს აყენებს ქვეყნის რეპუტაციას. ჯერ ერთი, ბრალდება მე არ მომისმენია. იქ ჩამოთვლილი იყო ტრანზაქციები. სანდომიანმა ქალბატონა გააკეთა შეფასებები წმინდა საბანკო ოპერაციების, რომელიც ჩემი რწმენით, არის ეროვნული ბანკის კომპეტენცია. არანაირად არ შეიძლება პროკურატურის კომპეტენცია იყოს -სესხის გაცემის შეფასება. ბალანსს გარეთ სესხის გატანა ეს არ არის არანაირად პროკურატურის კომპეტენცია. მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ობიექტური ანალიზი გააკეთონ, გაუფრთხილდნენ ქვეყნის და ყველაზე წარმატებული ინდუსტრიის რეპუტაციას," -განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

რაც შეეხება ანაკლიის პორტის მშენებლობას, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ვერავინ და ვერაფერი ვერ შეუშლის ხელს ამ პროექტის განხორციელებას.

"ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ანაკლიის ჯგუფი აგრძელებს თანამშრომლობას მსოფლიოს წამყვან ბანკებთან და განცხადებები თითქოს რომელიმე მათგანმა უარი თქვა პროექტში მონაწილეობაზე არასწორია"- თქვა ჯაფარიძემ.

TBC ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი მოუწოდებს ყველას, რომ მსგავსი განცხადებებისგან თავი შეიკავონ, რადგან ეს აზიანებს როგორც პროექტს, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტების რეპუტაციას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42