ანაკლიის პორტის ჩაშლა და გზის გადაკეტვა გორის მონაკვეთზე - რუსეთის ახალი გეგმა საქართველოში
პოლიტიკა - 16:41, 28 Feb, 2019     9844
“ევროპელი დემოკრატების” ლიდერი, პაატა დავითაია რუსეთ-საქართველოს შორის განვითარებულ ბოლოდრიუნდელ მოლენებზე საუბრობს. მისი თქმით, რუსეთის მხრიდან გაკეთებული მუქარა პირველი არის. დავითაია ამბობს, რომ ხელისფლება არ ზომავს საფრთხეებს, რომელის ქვყნი წინაშე არსებობს.


„სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებაში ანალიტიკით არ არიან დაკავებული, არ ზომავენ იმ საფრთხეებს, რაც რეალურად მზადდება რუსეთის ფედერაციის მხრიდან. მოვუწოდებ ქართულ სახელმწიფოს და ვაფრთხილებ რა შეიძლება მოჰყვეს რუსეთის მხრიდან გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებს. ეს არ არის პირველი მუქარა.

მინდა ხაზი გავუსვა არა კარასანის, არამედ რუსეთის თავდაცვის მინისტრის შოიგუს მუქარას იმასთან დაკავშირებით, რომ მიღებულ იქნება ადეკვატური ზომები საქართველოსა და უკრაინის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან მიმართებაში. ამ კუთხით მახსენდება პუტინის კოსოვოს საკითხებში გაკეთებული ე.წ “დამაშნიე ზაგადოკი”, რომელიც შემდგომ გამოიყენეს და მას მოჰყვა 2008 წლის აგვისტოს ომი“ - აცხადებს დავითაია.

მისი თქმით, მთავარი საფრთხე ცხინვალის მიმართულებაა. დავითაია 2008 წლის მოვლენებს იხსენებს.

„საუბარია თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე. იცით, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოლქის არსებობისას, ძველი რუკები შეიქმნა, სადაც საზღვარი გადმოდიოდა ე. წ ტრასაზე. შემდგომ, დაახლოებით 1964 წელს შეცვალა ეს რუკები და ის გადაწიეს ძველ საზღვრებში. როდესაც აგვისტოს ომის მოვლენები მოხდა, რუსეთის ფედერაციის მთავარი ამოცანა ე. წ. ტრასის გადაკვეთა იყო და მტკიცებად მოყავდათ ძველი რუკები, თითქოსდა ეს იყო სამხრეთ ოსეთის ოლქის საზღვრები. საერთაშორისო ზეწოლის შემდეგ ისინი იძულებულნი იყვნენ გადასულიყვნენ ე.წ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. შემდეგ “მცოცავი ოკუპაცია” განპირობებული იყო BP-ის ნავთობსადენის ხელში ჩაგდებით – ეს იყო ოპერაციის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი.

ეს ასეც მოხდა: მათ ნავთობსადენის კილომეტნახევრიანი მონაკვეთი ჩაიგდეს ხელში, რაც არ გახმაურებულა. ნავთობის მიწოდება შეწყდა და ნავთობსადენის გზა შეიცვალა. ის დღეს საქართვლოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა. როდესაც მიხვდნენ, რომ მათი ქმედებები შედეგის მომტანი არ იყო, დაიწყო შემდგომი ეტაპი, ანუ იმ რუკების სისრულეში მოყვანა, რომელიც მაღლა აღვნიშნე – თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო ტრასის ხელში ჩაგდება. ზოგ ადგილებში 200 ,ზოგ ადგილებში 400 მეტრია დარჩენილი მთავარ გზამდე. რეალურად სიტუაციის დაძაბვა და გზის გადაკეტვა ერთი ავტომატის ჯერით შეიძლება. ეს საკითხი განიხილება რუსეთში. თუ მსგავსი ქმედებები განახორციელა მან, ეს წელში გაწყვიტავს საქართველოს და ამისთვის საქართველოს ხელისუფლება მზად უნდა იყოს” – აცხადებს დავითაია.

მისი თქმით, რუსეთის მხრიდან ადგილი აქვს ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლის მცდელობას. დავითაია ამბობს, რომ რუსეთი ორი მიმართულებით მოქმედებს, ერთია ანაკლიის პორტის ალტერნატივად კინდღის პროექტი და მეორე, გზის გადაკეტვა ძველი რუკებით გორის მონაკვეთზე.

„მეორე საკითხი სიტუაციის დასაძაბავად არის ის, რომ უახლოეს პერიოდში ანაკლიის პორტის საპირწონე პროექტის შექმნა დაიწყო კინდღის ტერიტორიაზე, სადაც უკვე მიმდინარეობს სამუშაოები. ეს კეთდება ანაკლიის პორტის ჩასაშლელად. ეს იქნება ანკლიის პორტისთვის პრობლემების შექმნის მცდელობა. დააკვირდით რა ხდება ანაკლიის პორტის მშენებლობის წინააღმდეგ – რუსეთი ორი მიმართულებით მოქმედებს. პირველი ეს არის კინდღის პორტი და მეორე ეს არის გზის გადაკეტვა იმ ძველი რუკებით, საუბარია გორის მონაკვეთზე. საქართველოს ხელისუფლებამ ყველა ზომა უნდა იხმაროს რომ საქართველო ასეთი სტრატეგიული ომის მძევალი არ აღმოჩნდეს“-აცხადებს პაატა დავითაია.“ - აცხადებს დავითაია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42