„ჩვენი ქვეყნის გამაძლიერებელი ნებისმიერი პროექტი რუსეთის გაღიზიანებას იწვევს... ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოვეხსნათ რუსული შანტაჟისა და გავლენის სფეროს“- ბათუ ქუთელია
პოლიტიკა - 16:44, 28 Feb, 2019     888
კარასინის-აბაშიძის მორიგი შეხვედრა პრაღაში და პირდაპირი მუქარა კრემლის მხრიდან - საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის, ბათუ ქუთელიას შეფასებით, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პოლიტიკა საქართველოს მთავრობის მხრიდან კიდევ უფრო აგრესიული უნდა იყოს.

ექსპერტი სამწუხაროს უწოდებს ფაქტს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ოკუპანტ ქვეყანასთან "სხვანაირად ცდილობ საქმის დალაგებას".

ბათუ ქუთელია "ნიუპოსტთან" ამბობს, რომ სწორედ ასეთი მიდგომა აძლევს რუსეთს იმის შეგრძნებას, რომ საქართველოს ხელისუფლებას შსაძლებელია შანტაჟისა და ზეწოლით ევროატლანტიკურ კურსზე უარი ათქმევინოს.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ კარასინ-აბაშიძის ფორმატი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს აზიანებს:

"მთავარი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ არ გვაქვს გამართული ინსტიტუციური სისტემა თავდაცვის-უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. სამწუხაროდ, ჩვენ ვმოქმედებთ რაღაც არაფორმალური მექანიზმებითა და ფორმატებით, როგორიც არის აბაშიძე-კარასინის ფორმატი, რომელიც აზიანებს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. ასეთი არაფორმალური არხებით კომუნიკაციის გამო, რუსეთი თვლის, რომ ჩვენ შეიძლება ვიყოთ მოწყვლადი მუქარისა და შანტაჟის ენის შედეგად. რუსეთი ცდილობს შეგვაცვლევინოს ჩვენი არჩევანი. მთავარი პრობლემა რაც რუსეთს ჩვენთან მიმართებითაც აქვს, ეს არის ჩვენი არჩევანი, ვიყოთ დემოკრატიული, დასავლური ქვეყანა, ინტეგრირებული ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. თუკი ჩვენ ამ არჩევანს შევცვლით, ეს იქნება მათთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიღწევა. ამ არჩევანს ზურგს უმაგრებს ჩვენი მოსახლეობის 80% უმაგრებს და ბოლო კვლევებიც ამას ადასტურებს. მაგრამ სამწუხაროდ, როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობა ცდილობს სხვანაირად "დაალაგოს" ურთიერთობა რუსეთთან და აი აქ არის სწორედ ძალიან დიდი საფრთხე იმისა, რომ რუსეთმა შანტაჟით, მუქარითა და ზეწოლის გზით მოახდინოს გავლენა საქართველოს მთავრობის პოლიტიკურ კურსზე"- აღნიშნა ბათუ ქუთელიამ.

"ნიუპოსტის" კითხვაზე შესაძლებელია თუ არა აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე ანაკლიის პორტის გაჩერებასთან დაკავშირებით ყოფილიყო საუბარი და რა როლი შეიძლება ეკავოს ბიძინა ივანიშვილს რუსეთის განზრახვაში, ქუთელიამ თქვა, რომ "ანაკლიის პროექტის გაჩერება რუსეთის ინტერესში შედის.

"ანაკლიის პორტი იქნება თუ სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც საქართველოს დააკავშირებს ევროპულ და დასავლურ ეკონომიკასთან, რაც გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას, ამცირებს რუსეთის შანსს, რომ შეგვაცვლევინოს ჩვენი არჩევანი. სწორედ ამიტომ, ნებისმიერი მსგავსი პროექტი რუსეთის გაღიზიანებას იწვევს. თუმცა ეს არ ნიშნავს, იმას, რომ ჩვენ ამ პროექტზე უარი უნდა ვთქვათ. ეს არის ის რაც ჩვენ აუცილებლად გავაკეთოთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვეხსნათ რუსული შანტაჟისა და გავლენის სფეროს"- დასძინა ქუთელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42