"ამ თემაზე ფრაქციაში გვაქვს ინტენსიური კონსულტაციები. მე პირადად ვთვლი, რომ როდესაც მორალურადაც და პოლიტიკურადაც წინააღმდეგობები არსებობს და ეს ვერ იძლევა გუნდის შიგნით, არ არის სწორი, რომ იყო იმ ჯგუფში, სადაც ეს წინააღმდეგობები გხვდება. პრინციპში დღეების ან კვირების ამბავია, რომ გადაწყდეს ჩვენი უმრავლესობაში დარჩენის ან წასვლის საკითხი. სავარაუდოდ, ჩვენი პოზიციების შეჯერებიდან გამომდინარე მოგვიხდება საპარლამენტო უმრავლესობის დატოვება,"- განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.
ნარჩემაშვილი გამორიცხავს, რომ ის ეკა ბესელიას ახალ ფრაქციას შეუერთდება:
"ჩემთვის იმთავითვე პოლიტიკაში ყოფნის მიზანი იყო ვყოფილიყავი იქ, სადაც იქნებოდა არაპერსონალისტური დამოკიდებულებები, მნიშვნელოვანი იქნებოდა იდეოლოგიურ ნიადაგზე ოპონირება. ამის იმედი მაქვს მომავალშიც. აქედან გამომდინარე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სოციალ-დემოკრატიულ იდეოლოგიას მიეცეს გასაქანი პოლიტიკურ ასპარეზზე," - განაცხადა ნარჩემაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






