როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი "ნიუპოსტთან" აღნიშნავს, გრიგორი კარასინის განცხადება, მეტყველებს იმაზე, რომ ასეთ მდგომარეობამდე ქვეყანა სწორედ ივანიშვილმა მიიყვანა:
"რუსეთი კვლავ ღიად ბედავს მუქარას, რადგან ისინი კარგად ხედავენ როგორ მძიმე მდგომარეობაშია საქართველო როგორც ქვეყნის შიგნით - ეკონომიკა, სოციალური სფერო, პრობლემები ჩნდება კორუფციის მიმართულებით, უფრო მეტი დამოკიდებულება რუსეთზე, ეკონომიკური თუ ენერგეტიკული თვალსაზრისით. ისინი ხედავენ, როგორ ჩამოიშალა საქართველოს პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე და იმ ვითარებაში, როცა უკრაინის ოკუპაცია განხორციელდა და ყველამ კიდევ უკეთ დაინახა რუსეთის ნამდვილი სახე, ამ ვითარებაში საქართველოს საკითხზე საუბარი გაათმაგებულიყო, უფრო ხშირად ყოფილიყო ჩვენს პრობლემებზე, ჩვენი ქვეყანა პრაქტიკულად გაქრა დღის წესრიგიდან"- განაცხადა ბარამიძემ.
მისი თქმით, ივანიშვილი პუტინის საქმის გამკეთებელია და ნაბიჯ-ნაბიჯ ანგრევს ქვეყანანას:
"ეს არის კრახი ე.წ. დალაგების პოლიტიკისა, რომელიც სინამდვილეში საქართველოს რუსეთისთვის ჩაბარების პოლიტიკაა. საქართველოს უსაფრთხოება შეგნებულად არის დაკნინებული და ამ უსაფრთხოების უზრუნველყოფელი ყველა ინსტიტუტი მეთოდურად, ნაბიჯ-ნაბიჯ არის დანგრეული ბიძინა ივანიშვილის მიერ.
ივანიშვილი პუტინის გეგმის შემსრულებელია. საქართველოს განადგურების შემსრულებელი, უბრალოდ ამას აკეთებს ნაბიჯ-ნაბიჯ, თან იმ ადამიანებს, ვისაც ევალება, რომ საზოგადოებრივად ხმა ამოიღოს, ზედმეტად რომ არ იყვიროს ფულს აძლევს, პოლიტიკური კლასის 90% იყიდა, დააშინა, ან დაიჭირა. ასეთ ვითარებაშია ქვეყანა, ივანიშვილი ახორციელებს იმ გეგმას, რა გეგმაც აქვს პუტინს საქართველოსთან მიმართებით - პუტინი თავის მხრიდან ებრძვის და თხრის საქართველოს, ივანიშვილი, როგორც პუტინის საქმის შემსრულებელი შიგნიდან უთხრის ძირს ქვეყანას"- აღნიშნა გია ბარამიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






