„უმრავლესობაში ჩვენი ყოფნის რესურსი თანდათან იწურება. ვფიქრობ, რომ ამოიწურა ტაქტიკურად და დროის ამბავია როდის გაფორმდება ეს ამბავი და ეს არ არის თვეების ამბავი, ეს არის უფრო მალე. შეიძლება კვირის ან კვირების ან დღეების. რადიკალური ცვლილებებია განსახორციელებელი ეკონომიკის და სოციალური პოლიტიკის სფეროში. ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა ძალიან ინერციულია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქვეყნის განვითარება ხდება ერთ ადგილზე და რადიკალური ცვილებებია განსახორციელებელი. ბიუჯეტთან დაკავშირებით მივმართეთ, თუმცა არ მოხდა ჩვენი წინადადების დაკმაყოფილება. საკონსტიტუციო ცვლილებების დროს მწვავედ ვაყენებდით საკითხს საგადასახადო სისტემასთან დაკავშირებული ჩანაწერის შეცვლის თაობაზე. არის კიდევ სხვა შეზღუდვები კანონმდებლობაში და ამ მიმართულებით აქტიურად ვიმუშავებთ“- განაცხადა გია ჟორჟოლიანმა, მისი თქმით, უმრავლესობიდან გასვლის შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებზე ითანამშრომლებენ ყველა ჯგუფთან, „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ გარდა.
მასალის გამოყენების პირობები






