ექსკლუზივი: ახალი საბანკო სკანდალი - რა წერილი მიიღეს ლონდონიდან დეპუტატებმა და რას მალავს ეროვნული ბანკი
პოლიტიკა - 13:52, 28 Feb, 2019     11663
წერილი, რომელიც „ნიუპოსტმა“ მოიპოვა, შესაძლოა, ახალი საბანკო სკანდალის საფუძველი გახდეს, თუმცა ამჯერად საქმე „თიბისის“ კი არა, არამედ, „საქართველოს ბანკს“ ეხება, ანუ წერილის თანახმად, ლპარაკია ბრიტანეთში „საქართველოს ბაკის“ საქმიანობაზე, კერძოდ, იმის შესახებ, რომ ის რუსთავის აზოტის ქარხანასთან დაკავშირებით საკუთარ ინტერესებს მალავდა, ამით აქციონერებს ატყუებდა და შესაბამისად, ფარულ არაპროფილურ საქმიანობას ეწეოდა.


სხვათა შორის, რამდენიმე თვის წინ, ამ თემაზე ღიად ლაპარაკობდა ისნის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე. ჭიჭნაძემ მოსახლეობის იტნერესები დაიცვა და საფინაონსო-საბიუჯეტო კომიტეტის ერთ-ერთ სხდომაზე მისულ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოადგილეს, არჩილ მესტვირიშვილს კატეგორიულად მოსთხოვა, რომ აღნიშნული საქმით დაინტერესებულიყო და ეროვნულ ბანკს „საქართველოს ბანკისთვის“ მოეთხვა, რომ ამ უკანსაკნელს რეზერვები გაეზარდა, რადგან „საქართველოს ბანკის“ წინააღმდეგ ბრიტანეთში წარმოებული სასამართლო დავის გამო, მეანაბრეები არ დაზარალებულიყვნენ, თუმცა მაშინ ეროვნულმა ბანკმა პრობლემის არსებობა და ლონდონში წარმოებული სასამართლო დავა არ დაადასტურა.

„საქართველოს ბანკი“ ამ მდგომარებამდე მიიყვანა არაპროფილურმა საქმიანობამ და თუ ის ლონდონის სასამართლოში დავას წააგებს, ეს იქნება საკმაოდ მძიმე დარტყმა ჩვენი მოსახლეობისთვის. მიუხედავად ამისა, არ აპირებენ რეზერვის შექმნას. ეროვნული ბანკის ეს შემადგენლობა „საქართველოს ბანკის“ კონკრეტულ ინტერსებს ემსახურება, რადგან მთელი ეს შემადგენლობა „საქართველოს ბანკიდანაა“... არსებობს საშიშოროება, რომ ეს დავა ლუქსემბურგის პორკურატურაში სისხლის სამართლის საქმეში გადაიზარდოს, ვინაიდან განცხადება ამ თემაზე იქაც არის შეტანილი,“ - განაცხადა სამი თვის წინ დავით ჭიჭინაძემ და იქვე, არ გამორიცხა, რომ მოვლენების ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში, მოპასუხე მხოლოდ „საქართველოს ბანკი“ კი არა, არამედ, შესაძლოა, ბევრი ყოფილი ჩინოვნიკიც ყოფილიყო.

ჭიჭნაძის წინასწარმეტყველება, როგროც ჩანს, ახდა. კერძოდ, ბრიტანეთიდან მიღებულ წერილში (წერილი ფოტო მასალის სახით იხილეთ მასალის ქვემოთ), რომლის ადრესატიც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძეა (ასლები, ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული კომიტეტიის თავმჯდომარის პირველა მოადგილე პაატა კვიჟინაძემ და კომიტეტიის წევრმა დავით ჭიჭინაძემაც მიიღეს) ვკითხულობთ:

„ევროკავშირში დაფუძნებულმა კომპანიამ, რომელიც ფლობს Bank of Georgia plc გარკვეულ ფასიან ქაღალდებს LSE-ზე, დამავალა ჩამეტარებინა Bank of Georgia plc შესახებ შესაბამისი KYC (იცნობდე შენს მომხმარებელს) პროცედურები. ამის შედეგად, მე აღმოვაჩინე ფინანსური შეუსაბამობის და ბანკის მიერ გადაცდომების მაიდენტიფიცირებელი მტკიცებულებები და ანგარიშები, რომელიც მოიცავს ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულების არშესრულებას, რაც არის მოთხოვნილი საერთაშორისო ფინანასური ანგარიშების სტანდარების (IFRS) და ფინანასური მართვის ორგანოს (FCA) წესების და რეგულაციების მიერ შესაბამისად ევროკავშირში და დიდ ბრიტანეთში და ამის შედეგად გარკვეული თაღლითური საქმიანობა.

ჩვენთვის, ასევე, ცნობილია დაკავშირებულ სამართალწარმოების და, ასევე, დანიშნული აუდიტორული კომპანიის მიერ დიდ ბრიტანეთში დაფუძნებულ მმართველ ორგანოებში წარმოებული გამოკითხვის შესახებ „საქართველოს ბანკის“ ზემოხსენებულ საქმიანობასთან და ფინანსურ შეუსაბამოსბასთან დაკავშირებით, რომლებმაც, მათ შორის, წარსულში, გამოიწვიეს აქციების და ფასიანი ქაღალდების დელისტინგი შესაბამი საფონდო ბირჟებიდან.

უდავოა, რომ ბანკის გადაცდომის აღმოჩენილი ანგარიშები (რომლებიც დაკავშირებულია ისეთ აქტივობასთან, როგორიც არის „არაგაშლილი ხელის მანძილზე“ ტრანზაქცია რუსთავის აზოტის ქარხნის შეძენასთან დაკავშირებით და ასევე, ბანკის ყოფილი/მოქმედი თანამშრომლების ჩართულობაზე თავიანთ იურიდიულ პირებზე სესხების გაცემასთან დაკავშირებით), შესაძლოა, გახდეს საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია. ასეთმა თაღლითობის მტკიცებულებაზე დაყრდნობილმა ანგარიშებმა, მათ შორის, შესაძლოა, ზეგავლენა იქონიოს და შედეგად გამოიწვიოს:

ა) შესაბამისი საერთაშორისოდ აღიარებული საკრედიტო რეიტინგის სააგენტოების მიერ ბანკის კრედიტის რეიტინგის გადახედვა;

ბ) დიდი ბრიტანეთის ფინანსური მართვის ორგანოს (FCA), ირლანდიის ფინანსური რეგულატორების, საქართველოს სარეგულაიცო ორგანოების, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის სამართალდაცველი ორგანოების მიერ ფორმალური გამოძიების დაწყება;

გ) ბანკის ფასიანი ქაღალდების (დეპოზიტების) მფლობელების მიერ სარჩელის შეტანა დიდ ბრიტანეთში და საზღვარგარეთ.

მე ასევე, მჯერა, რომ ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის რეგულაციების და სისხლის სამართლის კოდექსის ზემოხსენებული აღმოჩენილი დარღვევები არა მხოლოდ გამოიწვევს „საქართველოს ბანკის“ რეპუტაციის გაფუჭებას, არამედ, მას შემდეგ, რაც ეს გახდება საჯაროდ ცნობილი, ასევე, გამოიწვევს არასტაბილურობას უშუალოდ საქართველოში:

ა) დააკარგვინოს საერთაშორისო ინვესტორების საზოგადოებას განვითარებადი ბაზრის კომპანიების აქციების და ფასიანი ქაღალდების მიმართ ინტერესი;

ბ) როგორც მინიმუმ, უახლოეს პროგნოზირებად მომავლის განმავლობაში შეაჩეროს შესაბამისი საინვესტიციო გადაწყვეტილებები ქართული აქციების და ფასიანი ქაღალდების მიმართ;

გ) გამომდინარე დამოუკიდებელი აუდიტორების მიერ აღმოჩენილი ანგარიშის სერიოზულობისა, შესაძლებელია, ყველა ქართული კომპანია დაუპირისიპირდეს ინვესტორების მიერ დამატებით რეპუტაციულ ეჭვებს, განსაკუთრებით ასეთი მსხვილი მოთამაშის მიერ ევროკავშირში დაფუძნებული ინვესტორის მიმართ გადაცდომიდან გამომდინარე.

შესაბამისად, მოგმართავთ თხოვნით, ჩაიხედოთ რუსთავის აზოტის ტრანზაქციაში 2016 წლის აგვისტო/სექტემბრის მდგომარეობით, „საქართველოს ბანკის“ და ჯგუფის მიერ შესაბამის სესხის გაცემის აქტივობებში SPV (სპეციალური მიზნის ინსტრუმენტი) კომპანიებზე, მათ შორის, მათი ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების უერთიერთქმედებებზე რუსთავის აზოტის ქარხანაში დაწყებული 2016 წლის აგვისტოდან დღემდე.

ჩვენ მზად ვართ, გაგიზიაროთ ჩვენი დასკვნები, თქვენთვის მოსახერხებელ უახლოეს დროს, მოვაწყოთ შესაბამისი შეხვედრები ლონდონში ან თბილისში, ანუ წარმოგიდგინოთ ჩვენი დასკვნები დიდი ბრიტანეთის, საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების რეგულაციებთან ფინანსური შეუსაბამობის და თაღლითური საქმიანობის შესახებ. შესაბამისად, ჩვენ მოველით თქვენს დახმარებას და რჩევას ამ საკითხთან დაკავშირებით.“

წერილი, რომელსაც ხელს „მაიკლ ო’კიფი ასოშიეტის“ წარმომადგენელი მაიკლ ო’კიფი აწერს, ჩვენი ინფრომაციით, ეროვნულმა ბანკმაც მიიღო, თუმცა ქვეყნის მთავარი საფინანსო უწყება აღნიშნულ წერილს, როგორც ჩანს, მალავს და მისი გასაჯაროებისგან თავს იკავებს. არადა, იმ შემთხევაში, თუ ბრიტანეთის სამართლებრივ უწყებებში წარმოებული დავა ბანკისთვის არასახარბიელოდ გადაწყდება, ამით, უპირველესად „საქართველოს ბანკის“ მეანაბრეები დაზარალდებიან და ისედაც მძიმე მდგომარებაში მყოფი მოსახლეობა უფრო მძიმე ფინანასურ დარტყმას მიიღებს.

"ნიუპოსტი" დაუკავშირდა წერილის ერთერთ ადრესატს, დეპუტატ პაატა კვიჟინაძეს, რომელმაც ჩენთანს აუბარში განაცხადა, რომ მან ამ წერილის შესახებ არაფერი იცის.

P.S. „ნიუპოსტი“ აღნიშნულთან დაკავშირებით „საქართველოს ბანკის“ პოზიციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42