ჟურნალისტები დაინტერესდნენ, დატოვებენ თუ არა უმრავლესობას მირიან წიკლაური, კობა ნარჩემაშვილი და ლევან კობერიძე, რომელთა მხრიდანაც გაკეთდა მინიშნება, მმართველი გუნდის რიგების შესაძლო დატოვებაზე, ბესელია აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებას ისინი თავად მიიღებენ.
„ის, რაც უკავშირდება ახალი ფრაქციის შექმნას ეს კონსულტაციები გრძელდება. ზვიად კვაჭანტირაძეს რაც შეეხება, ზვიადი ჩემი მეგობარი არის, იქნება ჩვენთან ერთად ამ პოლიტიკურ პროცესში. ყველაზე მეტი შეუთავსებლობა მე სწორედ ამ ჯგუფთან მქონდა, როგორც კი ახალი მოწვევის პარლამენტის ფორმირება მოხდა და როგორც კი გამოიკვეთა ვინ რა მიზნით შემოვიდა პარლამენტში და "ქართულ ოცნებაში,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.
"მე მგონია, რომ ბევრი რამ შეიცვლება. ჩემი კონფლიქტი არ არის უმრავლესობასთან. ჩემი კონფლიქტი არის "ქართულ ოცნებაში" შემოსულ "ნაციონალური მოძრაობის" ნარჩენებთან. ვინც ასეთად მიიჩნევს თავის თავს მან მიპასუხოს, ვინც ასეთად არ მიიჩნევს თავის თავს, ის დამშვიდდეს და ნუ დაიღლება ჩემთან ოპონირებით,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






