უნდა ვიცოდეთ ივანიშვილი რა უფლებამოსილებით აგზავნის გზავნილებს რუსეთში, რატომ ვაჭრობს საქართველოს სახელით?!- ოპოზიცია
პოლიტიკა - 12:29, 28 Feb, 2019     1339
აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაქუმებას ითხოვს ოპოზიცია. მათი შეფასებით, ეს დიალოგი საიდუმლო შეხვედრად გადაიქცა. ხელისუფლების ოპონენტების თქმთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოადგილე საჯაროდ ემუქრება საქართველოს.

ოპოზიციას ასევე აინტერესებს, კარასინთან შეხვედრამდე რა სტატუსით შეხვდა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ზურაბ აბაშიძეს.

„ბატონმა აბაშიძემ თქვა, რომ მას პირად შეხვედრაში არანაირი მუქარა არ მიუღია ბატონი კარასინისგან, მაშინ, როდესაც კარასინმა ეს მუქარა საჯაროდ გააჟღერა. მუქარა შეიძლება ეხებოდეს, როგორც ღრმაწყლოვან პორტს ანაკლიაში, ასევე საქართველო-ნატო-ს ურთიერთობებს, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს. ამის გადატანა პირად საუბარში მუქარის არარსებობის კონტექსტში არის სასაცილო. მეორე, რაც შეეხება იმ გზავნილებს, რომელიც მიიღო კარასინმა ივანიშვილისგან, ეს არის სერიოზული საკითხი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ მმართველი პარტიის ხელმძღვანელი რა უფლებამოსილებით აგზავნის რაიმე გზავნილს რუსეთში,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ.

ალეკო ელისაშვილის შეფასებით კი, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს სახელით რუსეთთან ვაჭრობს.

„ბიძინა ივანიშვილი რატომ ვაჭრობს საქართველოს სახელით, ვინ არის თანამდებობრივად, უფლებამოსილების მიხედვით, კონსტიტუციურად ვინ არის ეს კაცი, რომ რუსეთს მესიჯებს უგზავნის. ერთი კაცი, რომელიც პარტიის თავმჯდომარეა. პრეზიდენტია, პრემიერია, რამე ოფიციალურ თანამდებობა აქვს, რა ხდება ჩვენს თავს?“- განაცხადა ელისაშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42