"კარასინმა მკითხა რატომ ატყდა ხმაური ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ"- რა მესიჯებზე და დავალებებზე ისაუბრებს აბაშიძე-კარასინმა დახურულ შეხვედრაზე
პოლიტიკა - 12:22, 28 Feb, 2019     1205
რა გზავნილი ჩაუტანა ბიძინა ივანიშვილისგან პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ რუს კოლეგას - აბაშიძე აცხადებს, რომ ივანიშვილი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეა და მას ინფორმაცია უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვან თემებზე, მათ შორის საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე.

აბაშიძე ამბობს, რომ ივანიშვილს მისი ინიციატივით შეხვდა და მასთან კონკრეტული მესიჯები არ შეუთანხმებია.

მისი თქმით, კარასინთან მოლაპარაკებების მთავარი თემა სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო.

როგორც აბაშიძემ აღნიშნა, კარასინი შეხვედრაზე დაინტერესდა, თუ რატომ გაამახვილა ქართულმა მედიამ ივანიშვილთან მოლაპარაკების შესახებ ყურადღება.

„მკითხა მან, რატომ ატყდა ხმაური ქართულ მედიაში ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ. ვუთხარი, რომ ეს არის ჩვენი შიდა პოლიტიკური კონიუნქტურის ნაწილი, ბატონი ივანიშვილი ჩვენი პარტიის თავმჯდომარე, მასთან შეხვედრა, მისი ინფორმირება პრაღაში მიმდინარე ჩვენი დიალოგის შესახებ ნორმალურ მოვლენად მიგვაჩნია...

ჩემთან ერთად არიან დელეგაციის წევრები, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმოდგენელი, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი. ჩვენ მომვალ კვირას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გვექნება მოსმენა და ალბათ, იქ იქნება საუბარი ყველაფერზე. დეტალურად ვისაუბრებთ ამ შეხვედრის შესახებ. არანაირი კონკრეტული მესიჯები თუ დავალებები შეხვედრასთან დაკავშირებით არ ყოფილა. მესიჯების შეთანხმება არ ყოფილა. ბატონი ბიძინა ჩემი ინიციატივით ჩავაყენე საქმის კურსში, მივაწოდე ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ მიმდინარეობს დიალოგი პრაღაში და სად ვართ იმ თემების განხილვისას, რაც ჩვენი მანდატისთვის არის გათვალისწინებული. ასეთ შეხვედრები ნორმალურია. ბატონი ბიძინა არის მმართველი, პარტიის თავმჯდომარე, ის უნდა იყოს საქმის კურსში ისეთ სერიოზულ თემებთან დაკავშირებით, როგორიც არის ქართულ-რუსული ურთიერთობები,“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42