კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 20 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა
პოლიტიკა - 12:06, 28 Feb, 2019     543

დედაქალაქის მერია საცხოვრებელ ფართებს კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ დამატებით 20 ოჯახს გადასცემს, - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დაზარალებული მოქალაქეების ფართებით დაკმაყოფილების მიზნით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში კიდევ ერთი გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა.

„თბილისის მერიამ კოოპერატიული ბინათმშენებლობის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დაკმაყოფილების მიზნით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში კიდევ ერთი გამარჯვებული კომპანია გამოავლინა. იცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი ჩვენთვის. 3000-ზე მეტი ოჯახია დაზარალებული. ჩვენ დავდეთ პირობა, რომ ამ პრობლემას, რომელიც წლების განმავლობაში არსებობდა, მოვაგვარებდით. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. დაახლოებით, 183 ოჯახი ფართებით უკვე დაკმაყოფილებულია. აქედან 60 ოჯახს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ფართები უკვე გადაეცა. დაახლოებით, 123 ფართი კი მშენებლობის პროცესშია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დღეს კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ სამ ოჯახს უკვე დასრულებული ბინები გადაეცემა.

„დიდი დიღმის IV მიკრორაიონში, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო პროექტის დასრულების შემდეგ, საცხოვრებელი ფართები 20 დაზარალებულ ოჯახს გადაეცემა. გარდა ამისა, დღეს კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ სამ ოჯახს გადავცემთ უკვე დასრულებულ ბინებს. კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ამ ადამიანებს, რომლებიც ფართებს წლების განმავლობაში ელოდებოდნენ. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ეს დაპირება შესრულდეს და დაზარალებული ოჯახები ფართებით დაკმაყოფილდნენ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, გარდა ამისა, ინტერესთა გამოხატვა გამოცხადებულია კიდევ რამდენიმე ადგილზე - დიდი დიღმის IV მიკრორაიონში; დიდ დიღომში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრზე; არჩილ მეფისა და პეტრე იბერის ქუჩებზე.

„იმედი გვაქვს, რომ ინტერესთა გამოხატვა აქაც წარმატებით დასრულდება და შეირჩევა კომპანიები, რომლებიც კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ ოჯახებს ფართებით დააკმაყოფილებენ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42