დადგება თუ არა საქართველოს პარლამენტის ტავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი - ამის შესახებ ვარაუდი დღეს „ქართული ოცნებიდან“ წასულმა ეკა ბესელიამ გააკეთა.
საპარლამენტო ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ბესელიას ინიციატივას მათი მხარდაჭერა ექნება.
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი ლიდერის, ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ყველა იმ პროცესს, რომელიც ბიძნა ივანშვილის ოლიგარქიული რეჟიმის მორღვევას დააჩქარებს მხარს დაუჭერენ:
„ყველა იმ პროცესს, რომელიც დააჩქარებს ბიძინა ივანიშვილის ამ ოლიგარქიული მექანიზმის მორღვევას, ჩვენ მხარს დავუჭერთ. კობახიძე არის ერთ-ერთი მსხვილი ჭანჭიკი ბიძინა ივანიშვილის მექანიზმში. ამ ინიციატივისთვის მხარის არდაჭერა არ იქნებოდა სწორი. მაგრამ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კობახიძეზე, მიუხედავად იმისა, რომ ის არის პარლამენტის თავმჯდომარე, ვგულისხმობთ ბიძინა ივანიშვილს. რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ვერ იქნებოდა იქ, სადაც არის. ქალბატონი ბესელია რას გულისხმობს, როდესაც საუბრობს ბატონ კობახიძეზე? გულისხმობს ბატონ ივანიშვილს? თუმცა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არ იქნება სწორი, რომ ოპოზიციამ არ დაუჭიროს მხარი ერთი, თუნდაც მსხვილი ჭანჭიკის მოშორებას,“- განაცხადა ნიკა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






