კარასინი-აბაშიძის მორიგი შეხვედრა პრაღაში - გრიგოლი კარასინმა სკანდალური განცხადება გააკეთა და განაცხადა , რომ ქართველი კოლეგები უსიამოვნო მოულოდნელობების შესახებ უნდა გააფრთხილოს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ რა უსიამოვნო მოულოდნელობები ჰქონდა მხედველობაში.
GSAC-ის დამფუძნებელი, ნოდარ ხარშილაძე ვარაუდობს, რომ ბიძინა ივანიშვილს რუსეთისა და ამერიკისთვის ერთმანეთისგან განსხვავებული დაპირებები აქვს მიცემული.
„განცხადებას ცოტა სხვა კონტექსტი აქვს. ეს არის, ჩემი აზრით, ირანთან დაწყებული თემები და ბოლტონის ვიზიტი საქართველოში, რომლის მიხედვითაც, ამერიკა საქართველოდან, როგორც სტრატეგიული პარტნიორისგან, მოელის მისთვის დახმარების გაწევას. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, საქართველომ აშშ-ს ასეთი შეპირება გაუკეთა. როგორც ჩანს, მოსკოვში სხვა დაპირებები აქვთ გაკეთებული და ახლა ბატონ ბიძინას ორი ურთიერთგამომრიცხავი დაპირება აქვს მიცემული ამერიკისთვის და რუსეთისთვის. რაღაც მომენტში ამის ბალანსირება შეუძლებელი ხდება. რუსები ამით გვეუბნებიან, რომ ძალიან კარგად იციან, ჩვენ რას ვლაპარაკობთ ამერიკელებთან და ახსენებენ იმას, ვისაც შესახსენებელი აქვს, რომ სხვა შეთანხმება იყო და თუ ის დაარღვევს, მათი მხრიდანაც სიურპრიზები იქნება,“ - განაცხადა საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელმა, ნოდარ ხარშილაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






