„რუსეთისგან მუქარა სულ მომდინარეობს, ამაში ახალი არაფერია“ - დიმიტრი ცქიტიშვილი კარასინის სკანდალურ განცხადებაზე
პოლიტიკა - 18:31, 27 Feb, 2019     840

პრაღაში რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა იმართება. გრიგოლი კარასინმა სკანდალური განცხადება გააკეთა და განაცხადა , რომ ქართველი კოლეგები უსიამოვნო მოულოდნელობების შესახებ უნდა გააფრთხილოს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ რა უსიამოვნო მოულოდნელობები ჰქონდა მხედველობაში.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, ოპოზიცია ამ საკითხით სპეკულირებას უნდა შეეშვას:

„ფორმატების გარეშე და ფორმატებზეც, დაახლოებით, იგივე განცხადებებს აკეთებს. მისთვის კატეგორიულად მიუღებელია საქართველოს დასავლური ინტეგრაცია, დემოკრატიზაცია, ნატოში ინტეგრაცია და ევროკავშირში გაწევრიანება. ის გამოხატავს თავის ნეგატიურ დამოკიდებულებას ამაზე. ეს არის ის, რა რეალობაშიც ბოლო 25 წელია, ვცხოვრობთ. შესაბამისად, მას ყოველთვის ექნება ასეთი განცხადება. როგორი ფორმატიც არ უნდა შევთავაზოთ, ასეთი განცხადებები იქ იქნება. სპეკულაციებს, კარგი იქნება, ოპოზიცია შეეშვას. ამ კონკრეტულ საკითხში მაინც დავინახოთ, რომ არსებობს სახელმწიფოს ერთი მიდგომა. მუქარა სულ მომდინარეობს, ამაში ახალი არაფერია. ეს არის ძველი რუსული პოლიტიკა. ეს რუსული პოლიტიკა ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს,“ - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42