„ნიუპოსტთან“ საუბრისას ექსპერტმა გია ხუხაშვილმა, საკითხის შეფასებისას აღნიშნა, რომ მსგავს საკითხებში საბოლოო გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, რომელიც სავარაუდოდ კობახიძის გადადგომის მომხრე არ იქნება:
“ეგრეთ წოდებული საპარლამენტო უმრავლესობა არც არასდროს ყოფილა ერთიანი, იქ ყოველთვის იყო სხვადასხვა დაჯგუფებები და წინააღმდეგობები ყოველთვის იყო. ირაკლი კობახიძე ჰყავს რეალური მხარდამჭერი, სულ რამდენიმე ადამიანი, მის გუნდად რაც მოიაზრება, შესაბამისად, მის მიმართ პრეტენზიები, ეს არ არის ახალი ამბავი, სხვა საკითხია, რომ გადაწყვეტილების მიღების სისტემა „ქართულ ოცნებაში“ ასე არ მუშაობს. ბიძინა ივანიშვილმა უნდა თქვას ბოლო სიტყვა და იმის მიხედვით უნდა მოხდეს ყველაფერი. გამომდინარე იქიდან, რომ კობახიძის გადაყენებას მაინცდამაინც კარგი თვალით არ უყურებს ბიძინა ივანიშვილი, ეს პროცესი არის შებრუნებული და შეფერხებული“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
მისივე თქმით, სახელმწიფოებრივად არ არის მნიშვნელოვანი თუ ვინ იქნება პარლამენტის თავმჯდომარე, რადგან არსებულ პირობებში არანაირი პოლიტიკური წონა არ გააჩნია:
„საერთოდ არ არის ეს საინტერესო საკითხი, იმდენად მძიმე პროცესი მიდის ახლა ქვეყანაში, ყველა მიმართულებით, ეს მმართველობითი სისტემის ღრმა კრიზისი - კობახიძე იქნება თუ არა არსებული პარლამენტის თავმჯდომარე, საერთოდ არ მიმაჩნია მნიშვნელოვნად სახელმწიფოებრიობად. პატარა ადამიანები ახლა რაღაცას ჩირთი-ფირთობენ და ეს არ არის საინტერესო“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






