"აზერბაიჯანი და საქართველო მოძმე ქვეყნები არიან... ჩვენ ვართ სწორ გზაზე" - საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა სტრატეგიულ პროექტებზე იმსჯელეს
პოლიტიკა - 15:31, 27 Feb, 2019     1216

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს სტუმრობს, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანი ამ ვიზიტს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, მისი თქმით, ისტორიულ მეგობრობაზე დაფუძნებული ურთიერთობები დღეს მაღალ დონეზეა ეკონომიკის, პოლიტიკის და სხვა სფეროებში. ილჰამ ალიევის შეფასებით, ის ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანს ეწვია საქართველოს პრეზიდენტად არჩევიდან მოკლე ხანში, აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ორი ქვეყნის ურთიერთობები.

"ჩვენ პირისპირ შეხვედრაზე რეგიონული პრობლემები განვიხილეთ, ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები და კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ყველა საკითხთან დაკავშირებით ჩვენი მოსაზრებები ერთმანეთს ემთხვევა.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

ჩვენ ერთად მრავალი საკითხი მოვაგვარეთ. აზერბაიჯანი და საქართველო ახლო მეგობრები და მოძმე ქვეყნები არიან, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში კეთილმეზობლურ ატმოსფეროში მუშაობდნენ.

დღეს ვითარდება ჩვენი ურთიერთბები ერთობლივად ვახორციელებთ პროექტებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისა და კონტინენტისათვის.

საქართველო და აზერბაიჯანი ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებაში ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში სოლიდარობას უცხადებენ და მხარს უჭერენ ერთმანეთს" - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოსთან ერთობლივი პროექტების, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის რეგიონულ და საერთაშორისო მნიშვნელობაზე.

„ამ პროექტებს მოაქვთ დიდი სარგებელი ჩვენი ქვეყნებისთვის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნასთან დაკავშირებით იზრდება ტვირთების გადაზიდვა, პირველ ეტაპზე ვარ, მაგრამ ვხედავთ მის სარგებელს. ჩვენ ვართ სწორ გზაზე, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის შემდეგ, აზერბაიჯანი თავის მეზობლებთან, კასპიის აღმოსავლეთში მდებარე ქვეყნებთან მიაღწევს შეთანხმებებს, რის შემდეგაც ტვირთბრუნვა უფრო გაიზრდება. სამხრეთ გაზის კორიდორის რეალიზება თითქმის სრულდება, მოხდა მისი ოფიციალური გახსნა. ეს ახალი კორიდორი შესაძლებლობას მოგვცემს, რომ კონტინენტები გაერთიანდნენ. აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი ტრადიციული მეგობრული ფორმატით გააგრძელებენ საქმიანობას. დღეს ყველა საკითხებზე გვქონდა აზრთა გაცვლა, მათ შორის ჰუმანიტარულ სფეროში, კულტურულ, განათლების, ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობაზე გვქონდა აზრთა გაცვლა. აზერბაიჯანში მცხოვრები აზერბაიჯანელები და აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველები დიდი როლს თამაშობენ ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში.“ – განაცხადა ალიევმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42