"თავისუფალი დემოკრატები" რადიკალური სასამართლო რეფორმის კონცეფციას წარმოადგენენ
პოლიტიკა - 14:40, 27 Feb, 2019     494

პარტია "თავისუფალი დემოკრატები" ხვალ, 11:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში" რადიკალური სასამართლო რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციას მოაწყობს.

"საქართველოში სასამართლო ხელისუფლება ხელში აქვს ჩაგდებული მოსამართლეთა ჯგუფს, რომელსაც საზოგადოებაში „მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის" სახელწოდებით მოიხსენიებენ.

ქვეყნის ფაქტიური მმართველის ბიძინა ივანიშვილისა და ხელისუფლების მაღალი ეშელონების წყალობით, კლანმა უპრეცედენტო უფლებამოსილებები, გარანტიები და პრივილეგიები მოიპოვა, რომლებიც ბევრად სცდება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებით განსაზღვრულ ჩარჩოებს. კლანის კონტროლის ქვეშ იმყოფება მოსამართლეთა კორპუსის დიდი ნაწილი. შეიქმნა მთლიანად ჩახურული სისტემა, რომელიც, ერთი მხრივ, მთლიანად დამოკიდებულია პოლიტიკური ხელისუფლების ნებაზე, ხოლო, მეორე მხრივ, აბსოლუტურად იმუნურია კონსტიტუციური ორგანოების კონტროლის მიმართ. ფაქტიურად, შეიქმნა სახელმწიფო სახელმწიფოში, რომელიც აღარ არის ანგარიშვალდებული დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლების წყაროს - ხალხის წინაშე.

შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად, აუცილებელია, რომ მიღებულ იქნეს გადამჭრელი ზომები, რათა აღკვეთილ იქნას სასამართლო ხელისუფლების საბოლოოდ მიტაცება მოსამართლის მანტიას ამოფარებული და სასამართლოს დამოუკიდებლობის იდეით ბოროტად მოსარგებლე ვიწრო ჯგუფის მიერ, რომელმაც პრაქტიკაში დაამტკიცა, რომ პატივს არ სცემს არც საქართველოს კონსტიტუციას და არც სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების საკითხებში დამკვიდრებულ საერთაშორისო სტანდარტებს.

კერძოდ, აუცილებელია, საქართველოს კონსტიტუციასა და საქართველოს ორგანულ კანონში „საერთო სასამართლოების შესახებ" შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: შეჩერდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედება და მისი უფლებამოსილებები, 1-3 წლის ვადით, გადაეცეს დროებით ორგანოს, პირობითად „მართლმსაჯულების გაჯანსაღების საბჭოს"; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედების აღდგენის შემდეგ შეიცვალოს მისი სტრუქტურა და ორი არამოსამართლე წევრის დამატების გზით საბჭოს წევრთა რაოდენობა გაიზარდოს 17-მდე; შეიზღუდოს სისხლისსამართლებრივი დევნის მიმართ მოსამართლეთა სრული იმუნიტეტი; გაუქმდეს იუსტიციის საბჭოს მდივნის თანამდებობა; დამოუკიდებელი ინსპექტორი არჩეულ იქნეს პარლამენტის მიერ და გაიზარდოს მისი უფლებამოსილება; განხორციელდეს დისციპლინური სამართალაწარმოების ოპტიმიზაცია; გაუქმდეს მოსამართლეთა გამოსაცდელ ვადასთან დაკავშირებული პრივილეგიები; შემოღებულ იქნეს სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევითობა; მიღებულ იქნეს სხვა აუცილებელი ზომები.

„თავისუფალი დემოკრატები" ვითანამშრომლებთ პოლიტიკურ ჯგუფებთან, სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან, რათა ეს ცვლილებები მიღებულ იქნეს რაც შეიძლება სწრაფად, ამ ხელისუფლების პირობებში, ან თუ ეს შეუძლებელია, საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლების ცვლილების შემდეგ" - აღნიშნულია "თავისუფალი დემოკრატების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42