"ხელისუფლება, რომელსაც არ ესმის საკუთარი მოსახლეობის, იხდის ძალიან ძვირ პოლიტიკურ ფასს, რაც ხელისუფლების დათმობას ნიშნავს"- მამუკა კაციტაძე
პოლიტიკა - 12:09, 27 Feb, 2019     727
„მოძრაობა მილიონი ხელმოწერისთვის“ – 20 ოპოზიური პარტია 2020 წლისთვის არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხზე მსჯელობს.

„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერის მამუკა კაციტაძის განცხადებით, მილიონი ხელმოწერის შეგროვებით, მსოახლეობა ხელისუფლებას აკუთარ ხმას გააგონებს:

„15 თებერვალს დარეგისტრირდა საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილება და ჩვენ დღეიდან, 20 ოპოზიცური პარტია, საპარლამენტო და არასაპარლამენტო, კანონის თანახმად, ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას, რათა შევცვალოთ ის სიმახინჯე, რასაც ჰქვია მაჟორიტარული სისტემა, რომელიც ხელისუფლებას აძლევს მანდატების მოპარვის საშუალებას. კანონით განსაზღვრულია 200 ათასი ხელმოწერა, რასაც ჩვენ მარტივად და მალევე შევაგროვებთ, მაგრამ კამპანიის სახელწოდება არის ასეთი - „მოძრაობა მილიონი ხელმოწერისთვის“, მილიონი ხელმოწერა სამართლიანი არჩევნებისთვის, ჩვენ შევაგროვებთ საქართველოს მასშტაბით, დღეიდან ყველა მუნიციპალიტეტში, ქალაქებში, სოფლებში ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერის მილიონ ხელმოწერას და ხელისუფლებას, რომელსაც აქამდე არ ესმოდა, არც ოპოზიციის, არც სამოქალაქო საზოგადოების, არც საერთაშორისო საზოგადოების, გავაგონებთ საკუთარი მოსაზლეობის ხმას. რომ მათ არ უნდათ ის სიმახინჯე, რასაც ჰქვია მაჟორიტარული სისტემა, მათ არ უდნათ, რომ ხელისუფლებები იპარავდნენ მანდატებს.

გასაგებია, რომ შეიძლება არსებობდეს ასეთი აზრიც, რომ შეგროვდება ეს ხელმოწერები, მაგრამ ხელისუფლება არ შეისმენს ახლა უკვე საკუთარი მოსახლეობის აზრს. ესეთი მარტივი და ტრივიალური ლოგიკა და ჭეშმარიტება არსებობს. ხელისუფლება, რომელსაც არ ესმის საკუთარი მოსახლეობის, იხდის ძალიან ძვირ, პოლიტიკურ ფასს, ხშირად ეს ფასი ხელისუფლების დათმობასაც ნიშნავს ხოლმე. ვნახოთ რა არჩევანს გააკეთებს „ქართული ოცნება“ ამ შემთხვევაში“, - განაცხადა კაციტაძემ.

მისივე თქმით, გადასაწყვეტია ბევრი საპროცედურო საკითხი, რაზეც ოპოზიციის წარმომადგენლები დღევანდელ შეხვედრაზე იმსჯელებენ:

15 თებერვლიდან დღემდე გვქონდა გარკვეული ორგანიზაციულის ამუშაოები გასაკეთებელი, თუ როგორ მოხდება ხელმოწერების შეგროვება, იქნება ხელმოწერების შეგროვება პოლიტიკური პარტიების აქტივის მიერ, იქნება მოხალისეების მიერ, იქნება ერთობლივი გასვლები, ამ ყველაფერს სჭირდება კარგი დაგეგმარება, სჭირდება კარგი პიარი, ამას გარდა, გვინდა, რომ გვქონდეს შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, გვექნება შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ამიტომ ეს პროცესი, სამთვიანი თუ ოთხთვიანი პროცესი, რომელიც ხელმოწერების შეგროვებისთვის არის გამოყოფილი, ბუნებრივია, საჭიროებს კარგ ორგანიზებას, მაგრამ პროცესი გაგრძელდება მას შემდეგ, რაც კამპანიურ ხასიათს შეიძენს ხელმოწერების შეგროვება და პარლამენტში საკითხის განხილვის პარალელურად, ისევ გაგრძელდება პროცესი, რომ ის უნდა იყოს კამპანიური, რათა საზოგადოებამ დაინახოს, ეს არ არის ვინმეს ახირებული მოთხოვნა, ეს არის სამართლიანი მოთხოვნა, ნუ მოიპარავ მანდატებს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42