"საქართველოში ყველა პოლიტიკური პარტია შეთანხმდა იმაზე, რომ აუცილებელია ერთობლივი მოქმედებები" - ბურჯანაძე საარჩევნო სისტემის ცვლილების მოთხოვნას უერთდება
პოლიტიკა - 12:10, 27 Feb, 2019     942
„დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ის რომ სრულიად ოპოზიცა გაერთიანდა ფორმატში „ყველა - მინუს ქართული ოცნება“, ეს თავად მმართველი გუნდის ქმედებების შედეგია, რადგან ხელისუფლებამ არ შეასრულა დანაპირები, რომელიც მან მოსახლეობას 2012 წელს მისცა და რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა. ბურჯანაძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ „ქართული ოცნება“ მილიონი ადამიანის მოთხოვნას იგნორირებას გაუკეთებს, ცუდად დაამთავრებს:

„მე ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის, რომ ყველა პოლიტიკური პარტია საქართველოში შეთანხმდა იმაზე, რომ აუცილებელია ერთობლივი მოქმედებები, იმისათვის რომ შეიცვალოს საარჩევნო გარემო და საქართველოს მოსახლეობას ერთხელ და სამუდამოდ მიეცეს შესაძლებლობა, რომ პარლამენტში დაინახოს ის პოლიტიკური ძალები, რომელთაც სინამდვილეში ენდობა. ფორმატი, რომელიც აქ არის „ყველა მინუს ქართული ოცნება“ და ეს არის ქართული ოცნების გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ოცნებას შეეძლო თავად გაეკეთებინა იმის ინიცირება, რასაც ხელისუფლებაში მოსვლამდე მხარს უჭერდა, ეს ფორმატი ნიშნავს იმას, რომ სრულიად პოლიტიკური სპექტრი, მიუხედავად განსხვავებებული პოლიტიკური შეხედულებებისა და განსხვავებული დამოკიდებულებისა ერთმანეთის მიმართ, ამბობს რომ ერთიანი ბრძოლა ნორმალური, თავისუფალი და დემოკრატიული საარჩევნო სისტემისთვის არის ძალიან მნშვნელოვანი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მოსახლეობა მხარს დაგვიჭერს იმაში, რომ თავად მოსახლეობის განწყობა აისახოს პარლამენტში. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ხელმოწერები შეგროვდება. უგნურ ხელისუფლებაზე ზეწოლის ბერკეტი არის სწორედ ხალხის ნება და ხელისუფლება რომელიც მილიონი ადამიანის ნებას წინ აღუდგება ან იგნორირებას გაუკეთებს, როგორ დაამთავრებს ამას დიდი გამოცნობა არ სჭირდება. მე ვისურვებდი, რომ ხელისუფლებამ გონიერება გამოიჩინოს და შეასრულოს ის დანაპირები, რომელიც მოსახლეობას 2012 წლამდე წარმოუდგინა და ჩაატაროს თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები.“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42