გოცირიძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პროცესი მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, თუ „ქართული ოცნების“ დაპირისპირებული მხარეები გაბედავენ და იტყვიან, რომ ყველაფრის თავი და თავი ბიძინა ივანიშვილია:
„შიდა უკმაყოფილება იმდენად დიდია, რომ არავინ იცის, პარლამენტში რა მოხდება, ერთი თვის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს ადამიანები წავიდოდნენ პარლამენტის თავმჯდომარისა და მისი ჯგუფიოს წინააღმდეგ, რა მოხდება არავინ იცის. პარლამენტის შიგნით არის ძალიან დიდი აუტანლობა ერთმანეთისადმი, როგორც პიროვნული, ასევე შიდა, ინტრიგნული, მათ შორის თანამდებობის გადანაწილების კუთხით, მაგრამ ჯერჯერობით ერთ რამეში არიან ერთგულები, ისინი არიან ერთმანეთის ოპოზიცია და ყველანი არიან ივანიშვილის გუნდში. ასე, რომ მთავარი ტესტი იქნება იმისა, ვინმე გაბედავს თუ არა იმის თქმა, რომ ყველაფრის სათავე არის ბიძინა ივანიშვილი, ამას როცა იტყვიან, მერე წავა რეალური პოლიტიკური პროცესი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






