აღსანიშნავია, რომ გუშინ საკომიტეტო მოსმენა გაუქმდა, სადაც უნდა მოესმინათ „თიბისი“ ბანკის დამფუძნებლებისთვის, თუმცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კომიტეტის დახურვა მოინდომა, რასაც უკმაყოფილება მოჰყვა და იგი საერთოდ ყოველგვარი მოსმენის გარეშე გაუქმდა.
რომან გოცირიძის თქმით, ხაზარაძე და ჯაფარიძე გუშინ სიმართლის თქმას აპირებდნენ, რისიც ხელისუფლებას ძალიან ეშინია:
„გუშინდელი სხდომა იყო ძალიან საგანგაშო, ეს უკვე გაცდა „თიბის ბანკის“, თუნდაც იგივე ანაკლიის პორტის საკითხს. ვინაიდან, ჩვენ ვხედავთ, რომ ფაქტობრივად პარლამენტი ვეღარ ცნობს თავის ფუნქციას და როდესაც ხდება მწვავე საკითხების დაყენება, მიმართავენ ისეთ ფორმას, როგორიც მოხდა გუშინ, სხდომა შეგნებულად ჩაშალეს, რათა მწვავე კითხვები არ ყოფილიყო დასმული და განსაკუთრებით, არ მოესმინათ „თიბისის“ წარმომადგენლებისთვის, რომლებიც როგორც ჩანს აპირებდნენ სიმართლის თქმას თუ რა ხდება მათ თავს. დახურული სხდომაც კი არ ჩაატარეს, ესეც ვერ გაბედეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან დიდი დანაშაული აქვთ ჩადენილი. თუ ანაკლიის პორტი გაჩერდა, მაშინ ხალხი კაცელარიიდან თუ პარლამენტიდან, ყველას გამორიყავს ჯოხებით და პირდაპირ მოღალატის იარლიყს მიაკრავს ყველას, ვინც ამას შეუწყო ხელი.
მასალის გამოყენების პირობები






