"მაჟორიტარები არიან ფეოდალები, რომლებიც ნაწილებად ძიძგნიან რაიონებს, პროპორციული არჩევნები აუცილებელია, იმისათვის რომ ივანიშვილი მესამე ვადით აღარ მივიღოთ " - უგულავა
პოლიტიკა - 12:19, 27 Feb, 2019     1012
სამოქალაქო მოძრაობა „მილიონი ხელმოწერა სამართლიანი არჩევნებისთვის“ – 20 ოპოზიციური პარტი თბილისში „ქორთიარდ მარიოტში“ არის შეკრებილი.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეები აფასებენ ქვეყანაში არსებულ კრიზისს ნებისმიერი სფეროს მიმართულებით და მოითხოვენ საარჩევნო სისტემის ცვლილებას, საქართველოს მჯილიონი ამომრცევლის წინააღმდეგ კი ხელისუფლება ვერ წავა:

„საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა აკვირდება როგორ ძვირდება ცხოვრება, როგორ ძვირდება პროდუქტები, პირველადი პროდუქტები, სიგარეტი მედიკამენტი, აკვირდებიან უფუნქციო მთავრობას, აკვირდებიან სრულიად უტიფარ, ჩამოშლილ უმრავლესობას, აკვირდებიან სრულიად პოლიტიზირებულ და გაავებულ პროკურატურას და კოლაფსამდე მისულ, აფსოლუტუტად დელეგიტიმირებულ სასამართლოს. ამასთანავე, აკვირდებიან სრულიად კორუფციაში ჩაფლულ ადგილობრივ თვითმმართველობას, ეს არის ვითარება, რომელიც დღეს საქართველოში არის, რომელსაც ემატება ერთი კაცის ნება-სურვილზე მოქმედი სახელმწიფო ინსტიტუტები.

ამის შეცვლის ერთადერთი სისტემა არსებობს, ეს არის პროპორციულ საარჩევო სისტემაზე გადასვლა. ყველა პრობლემა, რომელიც საქართველოში ეკონომიკას და პოლიტიკას უკავშრედება, სათავეს იღებს, შერეული არსებული სისტემიდან, რომელიც საქართველოში მოქმედებს 90-იანი წლებიდან. ეს არის სისტემა, როდესაც გამარჯვებული აუცილებლობით ანადგურებს დამარცხებულს, ეს არის სისტემა, სადაც არ არსებობს კონსესუსი, შეთანხმება, სადაც სისტემა აძლევს საშუალებას, გამარჯვებული კიდევ უფრო მეტად გამარჯვებული იყოს, ანუ მოიპაროს დამატებით ხმები, სანამ ეს იქნება, მანამდე ჩვენ წრეზე ვიტრიალებთ და არ გვექნება განვითარების პერსპექტივა“, - აღნიშნა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, ხელისუფლების არგუმენტი იმის თაობაზე, რომ საარჩევნო სისტემა პროპორციულზე 2024 წელს გადავა, 2020 წელს კი დამაზიანებელი იქნება, არის უსუსური:

„ამიტომ, ეს არის ერთადერთი გზა და ხელისუფლების არგუმენტი აქ არის აბსოლუტურად უსუსური, რომელიც გვეუბნება, 24 წელს კი ბატონო, მაგრამ 20-ში არა, მაგრამ ვერავის აუხსნის ბიძინა ივანიშვილი, თუ რაიმე არის სიკეთის მომტანი 24-ში, რატომ არ არის 20-ში. ამიტომ, ხალხის მოთმინების ფიალა ავსებულია, აღარ უნდა დავუშვათ ივანშვილი მესამე ვადით. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოსახლეობას მესამე ვადით არავინ აურჩევია და იმისათვის, რომ არ მივიღოთ ივანიშვილი მესამე ვადით, ამისათის აუცილებელია პროპორციული არჩევნები, სადაც გამარჯვება შესაძლებელი იქნება ფორმულით - ყველა, მინუს ივანიშვილი. ეს არის ის, რის გამოც ერთიანდება უამრავი პარტია, პრაქტიკულად, მოქმედი ყველა პარტია, არასამთავრობო ორგანიზაცია. აბსოლუტურად ყველა, ოდნავ სარწმუნო კვლევითაც კი, პროპორციულ სისტემაზე გადასვლას საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ამბობს, რომ არ იცნობს თავის მაჟორიტარს, ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ მაჟორიტარები არიან ფეოდალები, რომლებიც ძიძგნიან ნაწილებად რაიონებს. ამ სისტემიდან გასვლა არის პირდაპირ კავშირში ადამიანების კეთილდღეობასთან“, - განმარტა უგულავამ.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველომ საუკეთესო კონსტიტუცია მიიღო და მისი გადახედვა არ იგეგმება, არის უტიფარი:

„როგორც ყოველთვის, ქვეყნისთვის სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს გამორჩეულად უტიფარი პარლამენტის თავმჯდომარე, გამორჩეულად უმწიფარი პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ფაქტებით ჟონგრირებს და უბრალოდ ატყუებს საზოგადოებას. მსგავსი ამე 16-ში არ ყოფილა, ეს იყო ქართული ოცნებისგან მაშნ თამში, განსხვავებით ნებისმიერი წინამორბედი მთავრობებისაგან, „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის, გაცილებით მაღალი იყო, იმიტომ, რომ შავით ტეთრზე უწერიათ გამარჯვებისთანავე, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ამიტომ, უტიფარი მატყუარაა კობახიძე და კობახიძის მიერ ერთპიროვნულად, თურმე ისტორიაში საუკეთესო კონსტიტუცია დევს აქეთ და აქეთ იდება საქართველოს მილიონი მილიონი მოქალაქის ხელმოწერა და მერე თავად განვსაჯოთ, რომელს უფრო მეტი ფასი ექნება, კობახიძეს, საქართველსო და მსოფლიო ისტორიაში მიღებულ საუკეთესო კონსტიტუციას, თუ საქართველოს მილიონ მოქალაქეს, რომელიც იტყვის, რომ კმარა ეს სისტემა, უნდა გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე“, - აღნიშნა ოპოზიციის წარმომადგენელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42