"ოცნების" 78 დეპუტატი 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ჯერ კიდევ 2015 წელს ითხოვდა - რა დოკუმანტაცია წარადგინა უსუფაშვილმა ოპოზიციის შეხვედრაზე
პოლიტიკა - 12:07, 27 Feb, 2019     1348
"შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლევას მოუწევს გაითვალისწინოს ოპოზიციის და მოსახლეობის მოთხოვნა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დღეს პროპორციული არჩევნების მოთხოვნით მილიონი ხელმოწერის შეგროვებასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე, წინა პარლამენტის დოკუმანტაციაც მიიტანა, სადაც „ქართული ოცნების“ 78 დეპუტატი არჩევნების 2020 წელს პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვდა:

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ჩვენ მივაღწიოთ პროპორციულ წარმომადგენლობას, საქართველო არის ჭრელი, ჩვენ ვართ განსხვავებულნი ამ ქვეყანაში და ამ განსხვავებულებმა უნდა ვისწავლოთ ერთ ქვეყანაში ცხოვრება, ერთ ჭერქვეშ მუშაობა, სამართლიანი წარმომადგენლობის პრინციპით. ესაა პროპორციული არჩევნები და დარწმუნებული ვარ, მილიონი ქართველიც დაუჭერს მხარს და კიდევ უფრო მეტი. რაც შეეხეება იმას, გაითვალისწინებს თუ არა ამას ხელისუფლება, მე მგონი რომ მოუწევს გათვალისწინება, იმიტომ რომ ჩვენ ვმუშაობთ გეგმა B-ზეც. ხელისუფლებას არ აქვს გეგმა B და შეუძლია მხოლოდ ასეთი ხელის გადაგრეხვის პრინციპით შეეცადოს ხელისუფლების შენარჩუნებას. გეგმა B-ს დრო მოვა, ჯერ ახლა ხელმოწერებია შესაგროვებელი და ამაში სრულიად ოპოზიცია ვერთიანდებით.

ამ შეხვედრაზე მე ხელცარიელი არ მოვსულვარ, მოვიტანე „ქართული ოცნების“ 78 ლიდერის ხელმოწერა 2015 წელს გაკეთებული ჯერ კიდევ, იმის თაობაზე, რომ 2020 წელს პროპორციული არჩევნები ჩატარებულიყო. წინა პარლამენტის 78 წევრი ოცნებიდან, რომელიც 2020 წელს პროპორციულ არჩევნებს ითხოვდა ოფიციალური საკონსტიტუიო ინიციატივით. ასე რომ პირველი ამას დავურთავთ იმ მილიონ ხელმოწერას. თუ ყველა ვთანხმდებით, რომ 2020 წელს პროპორციულია ჩასატარებელი მაშინდ არჩა ტექნიკური მხარე.“- განაცხადა უსუფაშვილმა, მისი თქმით, აღნიშნულ სიაში წინა პარლამენტის უმრავლესობის სრული შემადგენლობაა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42