"მოქალაქეებს მობეზრდათ ერთპარტიული მმართველობა, რომელიც ანადგურებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას"- ვაშაძე საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე
პოლიტიკა - 11:49, 27 Feb, 2019     940
სამოქალაქო მოძრაობა „მილიონი ხელმოწერა სამართლიანი არჩევნებისთვის“ – 20 ოპოზიციური პარტი თბილისში „ქორთიარდ მარიოტში“ არის შეკრებილი. შეხვედრის დაწყებამდე, გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ აუცილებელია საარჩევნო სისტემის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, რადგან გათვალისწინებული იყოს მოქალაქეების არჩევანი:

“20 პოლიტიკური პარტია არის გაერთიანებული დაიწყებს მოძრაობას, რომლის მთავარი მზიანიც არის შეცვალოს საარჩევნო სისტემა საქართველოში, გავაუქმოთ მაჟორიტარული სისტემა და მთლიანად გადავიდეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე.

მოქალაქეს შეუძლია იკითხოს, რა თამაშებია, რაში გვაინტერესებს და ჩვენს ცხოვრებაზე როგორ აისაცება? ცხოვრებაზე ეს შემდეგნაირად აისახება - არ შეიძლება ქვეყანაში არ გვქნონდეს ნორმალური კონსტიტუცია, არ შეიძლება არ გვყავდეს ნორმალური პარლამენტი და არ შეიძლება არ გვყავდეს ნორმალური ხელისუფლება, ამის ქვაკუთხედი არის მოქალაქის ნების გამოხატვა. ნორმალური პარლამენტის და პარლამენტარების გარეშე არ ხდება. იმ დეპუტატისგან, რომელსაც სიცოცხლეში არ ჩაურთია მიკროფონი და თავის ბიზნესინტერესების ლობირების გარდა არაფრით არ არის დაკავებული, 99% არის მაჟორიტარი, რომელიც ხელისუფლების მიერ არის ადგილზე დასმული, როგორც ტომის ბელადი“, - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციას საზოგადოების მხარდაჭერაში ეჭვი არ შეაქვს და აღნიშნულთან მიმართებით ოპტიმისტურად არის განწყობილი:

„ხალხში მხარდაჭერა იქნება, იმიტომ, რომ ყველა ხედავს - 28 წელიწადია დავდივართ ერთ მოჯადოებულ წრეზე და ისევე, როგორც ამ დარბაზში შეკრებილ ადამიანებს, ისე საქართველოს რიგით მოქალაქეებს მობეზრდათ ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა. ამიტომ, მხარდაჭერის მხირვ, არავითარი ეჭვი და არც პესიმიზმი არ გაგვაჩნია. რაც შეეხება იმას, რომ ხელისუფლება ამ მოსაზრებას გაიზიარებს, აქ უკვე ძალიან დიდი ეჭვები გვაქვს, თუმცა, გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უარის თქმა 500 ათასი მოქალაქისთვის, თუმცა გაცილებით მეტი გვექნება, კიდევ ერთხელ დაანახებს ყველას, განსაკუთრებით ჩვენს მოკავშირეებს, იმას, რომ ამ ქვეყანაში არის დამყარებული ერთპიროვნული რეჟიმი, პატარა ცახესი აზის საქართველოს თავზე, რომელიც აკნინებს ყველა ინსტიტუტს და ანადგურებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42