"ეს სამარცხვინო პროცესი, რომელიც გაიმართლა ეკონომიკური კომიტეტის სხდომაზე, ესეთი არ უნდა განმეორდეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე. იმედი მაქვს "ქართული ოცნება" გააცნობიერებს იმას, რომს მათ კი არ გაფანტეს ეჭვები ეროვნული ბანკის მხრიდან პოლიტიკური დაკვეთის შესრულებაზე, არამედ გაამყარეს ეს, როდესაც ისინი წარმოჩინდნენ როგორც ერთი მხარე."- განაცხადა ოთარ კახიძემ.
შეგახსენებთ, გუშინ გამართული სხდომა ისე ჩაიშალა, რომ თიბისი ბანკის დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცათ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კი იმ მოტივით, რომ თიბისი ბანკის საქმეზე დეტალების გამჟღვანება სახიფათო იყო, დეპუტატების კითხვებზე პასუხს თავი აარიდა.
უახლოეს დღეებში თიბისი ბანკის საქმის განხილვა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე იგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები






