"ეს იქნება სამართლიანი განაწილება, იმიტომ რომ მოქმედი შერეული სისტემა არ უზრუნველჰყოფს ქართველი ამომრჩევლის არჩევანის შესაბამის წარმომადგენლობას პარლამენტში."- განაცხადა თავისუფალი დემოკრატების წევრმა ალექსანდრე ბარამიძემ.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას სამართლიანი თამაშის წესად მიიჩნევს ენმ-ს წევრი გიორგი ბარამიძეც:
"უნდა იყოს სამართლიანი თამაშის წესები და ეს თამაშის წესებია რის პროპორციული სისტემა იმიტომ რომ პროპორციული სისტემა ყველაზე ადეკვატურად უზრუნველყოფს პარლამენტის ისეთი შემადგენლობის შექმნას, რომელიც მეტ-ნაკლებად ზუსტად ასახავს საზოგადოების მხარდაჭერას."- განაცხადა გია ბარამიძემ.
ოპოზიციურ სპექტრში არსებულ თანხმობაზე ამახვილებს ყურადღებას „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი კიკნაველიძე:
"ეს არის ქართული დემოკრატიისთვის ის საკვანძო საკითხი, პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა, რაც მნიშვნელოვანია როგორ მთელი დემოკრატიული ოპოზიციისთვის, ისე ყველა სხვა აქტივისტური თუ არასამთავრობო ჯგუფისათვის საქართველოში."- განაცზადა ირაკლი კიკნაველიძემ.
„ახალი მემარჯვენეების“ წევრის მამუკა კაციტაძის თქმით, მაჟორიტარულ სისტემას ხელისუფლება მანდატების მოპარვისთვის იყენებს:
„2020 წლისთვის გაუქმდეს მაჟორიტარული არჩევნები, რომელიც ხელისუფლებას აძლევს დამატებითი მანდატების მითვისების, ანუ მოპარვის საშუალებას. ჩვენ გვინდა რომ პარლამენტს გავაგონოთ საკუთარი მილიონი მოქალაქის ხმა“- განაცხადა მამუკა კაციტაძემ.
„ევროპელი დემოკრატები“-ის ლიდერის პაატა დავითაიას თქმით, „ქართულ ოცნებას“ გაუჭირდება უარი თქვას მილიონი მოქალაქის მოთხოვნაზე:
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში, როდესაც დამთავრებული იქნება ხელმოწერების შეგროვება, ჩვენ წარვსდგებით პარლამენტის, მოსახლეობის წინაშე და „ქართულ ოცნებას“ ძალიან გაუჭირდება ამ ინიციატივაზე უარის თქმა.“- განაცხადა პაატა დავითაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






