ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილს უპირისპირდენა და მას "ხელის ბიჭს" უწოდებს. ბესელია აცხადებს, რომ ვანო ზარდიაშვილს ირაკლი კობახიძე მფარველობდა.
იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ დაჯგუფების მიერ მომზადებული მოსამართლეთა სია სრულად ბიძინა ივანიშვილისთვის ცნობილი არ იყო. ის ამბობს იმასაც, რომ ძალიან დიდი ხანი ბიძინა ივანიშვილმა ისიც კი არ იცოდა, ვინ იყო ვანო ზარდიაშვილი.
„მაგალითად, მომისმენია ზარდიაშვილზე მისი პოზიცია, რომ საერთოდ არ იცნობდა და აპირებდა მის გაშვებას,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ეკა ბესელია ამბობს, რომ თუ მოინდომებდა ის გუნდში დარჩებოდა და უკეთეს პოზიციებზეც იქნებოდა. ამის შესახენ ბესელიამ "არჩევანის" ეთერში განაცხადა. "შემოთავაზებაც მაქონდა" აღნიშნა მან. ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა ეს შემოთავაზება ივანიშვილსგან ბესელიამ დაადასტურა - "კი, აბა ვისგან მექნებოდა"
მასალის გამოყენების პირობები






